ქათმის ბარკლები სანელებლებით ძალიან მოგეწონებათ.
ინგრედიენტები
- 0,5კგ ქათმის ბარკლები
- 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
სანელებლები
- შავი და წითელი დაფქული წიწაკა
- კაკალი ქინძი
- პაპრიკა
- კურკუმა
- ჩილი
- ჯანჯაფილი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- ქათმის ბარკლებს მოაშორეთ ბუმბული და კარგად გარეცხეთ.
- ბარკლებს წაუსვით სანელებლები, მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 10-30 წუთი.
- დაუმატეთ მაიონეზი და კარგად მოურიეთ. მარინადში უმჯობესია დიდხანს დატოვოთ ბარკლები.
- გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ მცენარეული ზეთით.
- გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40-45 წუთი. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ, ღუმელის ტემპერატურა შეგიძლიათ დაადაბლოთ.
- ბარკლების მზადება შეამოწმეთ დანის წვერით – ჩაჩხვლიტეთ ბარკალი და შეხედეთ ხორცის ფერს, თუ ხორცი ვარდისფერია ის არ არის მზად.
- ღუმელის გამორთვის შემდეგ ფორმა არ გამოიტენოთ 5 წუთი.
გემრიელად მიირთვით!