ფუნთუშა „მაიორკა“, რომელიც წარმოუდგენლად უწონო გამოდის

842

წელს მაიორკაში არ მივფრინავ, მოგზაურობაზე ვიოცნებებ, რომ მომავალ წელს ყველაფერი გამოვიდეს. მანამდე კი ოლღა შობუტინსკის რეცეპტით ფუნთუშა „მაიორკას“ ვაცხობ. ფუნთუშა ტკბილი, ჰაეროვანი, მსუბუქი ხავერდოვანი ტექსტურით გამოდის.

დღეს Gastronomia.ge-ს რედაქცია გიზიარებთ ხრაშუნა ქერქის მქონე რბილი ფუნთუშის მომზადების ინსტრუქციას. არა ცომი, არამედ ჯადოქრობა – ყველაზე ნაზი და ფუმფულა!

ტკბილი ფუნთუშები

ინგრედიენტები:

  • 450 გრ ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 100 მლ წყალი
  • 80 გრ შაქარი
  • 110 გრ კარაქი
  • 4 კვერცხის გული
  • 18 გრ დაპრესილი საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 2 ჩ/კ ვანილის შაქარი

დამატებითი ინგრედიენტები:

  • 20 გრ კარაქი
  • შაქრის ფხვნილი მოსაყრელად

მომზადების წესი:

1. კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ, შემდეგ გააგრილეთ. ცალკე თასში რძე და წყალი აურიეთ, საფუარი მასში გახსენით.

2. ცომის მოსაზელ თასში კვერცხის გულები ათქვიფეთ. შაქარი და ვანილის შაქარი დაუმატეთ. მაღალ სიჩქარეზე მასის მოცულობაში გაზრდამდე ათქვიფეთ. მარილი და გაცივებული კარაქი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.

3. საფუარის ნარევი დაუმატეთ, კვლავ აურიეთ. 2 წრეზე ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ცომი რბილი და თავიდან წებოვანია. 5 წუთით მოზილეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ცოტა ფქვილი დაუმატეთ. როგორც კი თასის კედლებს მოშორდება, ფქვილ მოყრილ მაგიდაზე გადაიტანეთ და მანამ მოზილეთ, სანამ ერთ გოროხად მარტივად არ შეკრავთ.

4. ცომი მცენარეულ ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ. პირსახოცი დააფარეთ და თბილ ადგილას 1,5 საათით ამოსვლამდე გააჩერეთ. ცომის ამოსვლის შემდეგ ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ. ცივ ცომთან მუშაობა უფრო მარტივია.

5. ცივი ცომი შუაზე დაყავით. თითოეული ნაწილი 0,5 სმ მართკუთხრა ფირფიტებად გააბრტყელეთ. თხელ ფენად კარაქი წაუსვით. პიცის ან ჩვეულებრივი დანით ცომი 3 სმ სიგანის ზოლებად დაყავით. თითოეული ზოლი დაახვიეთ და ბოლო ქვემოთ დამალეთ. ამრიგად, ყველა რულეტი გააკეთეთ.

6. ახლა პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, ერთმანეთს დააშორეთ. სულ 15-17 ფუნთუშა გამოდის. შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. პარკი დააფარეთ და თბილ ადგილას 1 საათით გააჩერეთ, რომ მოცულობაში კარგად გაიზარდოს.

7. ფუნთუშები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით მსუბუქ შეწითლებამდე აცხვეთ. მზა ცხელ ფუნთუშებს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

ტკბილი ფუნთუშა ფაფუკი და შიგნით ფენოვანი გამოდის. მისი ნაწილებად დაყოფა წარმოუდგენელი სიამოვნებაა!  დილით ყავაზე ფუნთუშის მიყოლებაზე ვგიჟდები. ბავშვებს სკოლაში წასახემსებლად ვატან.