ბანანის სუფლე: როგორ მოამზადოთ და რატომ არ უნდა გადააგდოთ ქერქი

389

ბანანის მოყვარულებს ასეთი დესერტი ნამდვილად მოეწონებათ. სუფლეს მოსამზადებლად ზებუნებრივი ინგრედიენტები და რთული მანიპულაციები საჭირო არაა. მთავარი ხიბლი იმაშია, რომ სუფლე შეგიძლიათ პირდაპირ ბანანის ქერქში მოამზადოთ. ასე უფრო ნაზი და გემრიელი გამოდის.

რეცეპტი 3 დიდ ან 4 საშუალო ბანანზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია, რომ ბანანი მწიფე იყოს, მაგრამ არა გაშავებული. Gastronomia.ge-ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ბანანის სუფლე მის ქერქში. ასევე ჩვეულებრივ საცხობ ფორმაში სუფლეს მომზადებას შევადარებთ.

ინგრედიენტები:

  • 4 ბანანი
  • 110 გ რძე
  • 25 გ შაქარი
  • 5 გ სახამებელი
  • 15 გ ლიმონის წვენი
  • 15 გ კარაქი
  • 5 გ ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი

მომზადების წესი:

1. ბანანი ფრთხილად გაჭერით და რბილობი ამოიღეთ. ამის შემდეგ ბანანის რბილობი და ლიმონის წვენი პიურეს მიღებამდე აურიეთ.

2. რძე და კარაქი პატარა ქვაბით სუსტ ცეცხლზე დადეთ.

3. ცალკე თასში 10 გრამი შაქარი, ფქვილი, სიმინდის სახამებელი და კვერცხის გულები აურიეთ. თანდათან გაცხელებული რძე დაასხით.

4. მიღებული ნარევი პატარა ქვაბში გადაიტანეთ და ადუღებამდე შეათბეთ. გასქელების შემდეგ 30 წამით ხარშეთ და გაზქურა გამორთეთ.

5. კვერცხის ცილები ათქვიფეთ, დარჩენილი 15 გ შაქარი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. თანდათან ცილოვან მასას მოხარშული ნარევი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

6. სუფლე ბანანს აურიეთ და მის ქერქში ჩადეთ. ახლა პერგამენტ დაფარებულ დიდ ფორმაში გადაიტანეთ. 210 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

7. თუ ბანანის ქერქში სუფლეს გამოცხობა არ გსურთ, ცეცხლგამძლე ფორმა გამოიყენეთ. წინასწარ საცხობ ფორმას ცხიმი წაუსვით და ფქვილი მოაყარეთ.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, ღუმელიდან უგემრიელეს დესერტს გამოიღებთ. ცხელი ბანანის სუფლე მაგიდაზე გაიტანეთ. აღსანიშნავია, რომ ჭურჭელში მომზადებული სუფლე ჯდება, ხოლო ქერქში ფაფუკი რჩება. ჭამის შემდეგ ჭურჭლის გარეცხვაც არ მოგიწევთ, უბრალოდ ქერქი გადააგდეთ და მორჩა.