როგორ მოვამზადოთ ძეხვი ძროხის ღვიძლისგან

1420

ძეხვი დიდი ხანია განსაკუთრბული პოპულარობით სარგებლობს სხვა პროდუქტებს შორის. ალბათ, საქმე იმაშია, რომ იგი ერთდროულად არის ნოყიერი და ძალიან გემრიელი. იგი შეუცვლელი პროდუქტია წასახემსად და იდეალური ინგრედიენტია ორიგინალური კერძებისთვის.

თუმცა, ბოლო დროს, უფრო და უფრო იზრდება ექიმების გაფრთხილებები მაღაზიის ძეხვის საფრთხეების შესახებ. ამიტომ, დიასახლისები ხშირად ამჯობინებენ ძეხვის საშინაო პირობებში მომზადებას.

არსებობს მოსაზრება, რომ საშინაო ძეხვის მომზადება ძალიან შრომატევადი საქმეა, რაც სპეციალურ უნარებს მოითხოვს. სინამდვილეში, ღვიძლის ძეხვის მომზადება სახლში ძალიან მარტივია, და, დღეს ჩვენ გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ იგი.

ძეხვი ძროხის ღვიძლისგან

ინგრედიენტები

  • 400 გრ ძროხის ღვიძლი
  • 1 ც ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 200 გრ ღორის ქონი
  • 3 ც კვერცხი
  • 10 ს.კ. ფქვილი
  • 1,5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, ხოცის მანქანაში მსხვილად გაატარეთ ღორის ქონი.

2. შემდეგ ხორცის მანქანაში გაატარეთ ღვიძლი.

3. ღვიძლის შემდეგ ხახვი და ნიორი გაატარეთ ხორცის მანქანაში.

4. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და მიღებულ ფარშს დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი, შემდეგ კარგად მოურიეთ.

5. მიღებული მასა მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და შემდეგ კიდევ ერთ პოლიეთილენის პარკში. მიეცით ფარშს ძეხვის ფორმა და ადგილ-ადგილ განასვკეთ.

6. მზა ძეხვი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოადუღეთ. როდესაც წყალი ადუღდება, ცეცხლის სიმძლავრეს დაუკელით, დაახურეთ ქვაბს სახურავი და ასე მოხარშეთ ძეხვი 40 წუთის განმავლობაში.

7. როდესაც მოიხარშება, გადმოიტანეთ ძეხვი თეფშზე და გააცივეთ, შემდეგ კი მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 5-6 საათით.

როგორც ხედავთ, ძეხვის მომზადება საშინაო პირობებში სულაც არ არის რთული, გირჩევთ მოამზადოთ იგი ჩვენი რეცეპტით და გაუმასპინძლდეთ მეგობრებს.