საუზმეს ფრანგული ტოსტით ვიწყებ. პოზიტიური დღის გარანტია!
ფრანგულ ტოსტებზე ლეგენდები დადის. უკვე ყველა ქვეყნის სამზარეულო შემოგვთავაზებს თავისებურ ტოსტს, მაგრამ საწყისი ფრანგული მაინც სულ სხვაა.
ინგრედიენტები
- ბანანი 2 ცალი
- კარაქი 1 სუფრის კოვზი
- შაქარი 2 სუფრის კოვზი
- ტოსტის პური 5 ცალი
- კვერცხი 1 ცალი
- რძე 1 სუფრის კოვზი
- ყავისფერი შაქარი 100გ
- დარიჩინი
მომზადება
1.გაასუფთავეთ ბანანი, დაჭერით და შეწვით ზეთში.
2.დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და 1 წუთში ისევ გაიმეორეთ.
3.პურს მოაჭერით კერქი და გააბრტყელეთ.
4.ათქვიფეთ კვერცხი 1 სუფრის კოვზ შაქართან ერთად. დაუმატეთ რძე.
5.პურის თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი ბანანის გულსართი.
6.ამოავლეთ რულეტები კვერცხის მასაში და შეწვით. ამოავლეთ შაქრის ფხვნლში და მოაყარეთ ცოტა დარიჩინი.
გემრიელად მიირთვით!