ფრანგული კიშ ლორენი

637

საფრანგეთი მუდამ მაოცებდა თავისი კულინარიული ოსტატობით. ჩემი ოცნება წავიდე პარიზში და დილის მზეს კრუასანებით შევხვდე. სანამ ამ ოცნებას ავისრულებ, ვცდილობ სახლში შევქმნა ფრანგული განწყობა და ამიტომაც ვამზადებ ამ კერძს.

ეს კერძი შეიქმნა საფრანგეთისა და გერმანიის საზღვარზე. საოცრად დახვეწილი და გემრიელია.

ინგრედიენტები ( 2 ფორმაზე )

  • 200გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 110გ სიმინდის ან კარტოფილის სახამებელი
  • 230გ ფქვილი
  • 50მლ წყალი
  • მარილი

ინგრედიენტები გულსართისთვის (1 კიშისთვის)

  • 200გ ნაღები
  • 4 კვერცხი
  • 150გ ბეკონი
  • 120გ რძე
  • 100გ ყველი ენმენტალი
  • 10გ პარმეზანი
  • ნიგოზი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ ოტახის ტემპერატურის კარაქი, მარილი, სახამებელი, კვერცხი და წყალი. მოაყარეთ ფქვილი ნელ-ნელა.

2.მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად, ამ მასისგან ორი ნამცხვარი უნდა გამოვიდეს. შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

3.გაალღვეთ ცომი, გააბრტყელეთ. მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე, ზემოდან გადააფარეთ პერგამენტი, მოაყარეთ უმი ბრინჯი და ხურდა. ბრინჯი ცომისთვის სიმძიმის ფუნქციას შეასრულებს, ხოლო ხურდა მისცემს საშუალებას უკეთ გამოცხვეს.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 15 წუთი. მოაშორეთ ბრინჯი, ხურდა და გამოაცხეთ დამატებით 5 წუთი.

5.გახეხეთ ყველი. ბეკონი შეწვით მშრალ ტაფაზე.

6.გულსართისთვის ათქვიფეთ კვერცხი, ნაღები. დაუმატეთ ნიგოზი, მარილი და წიწაკა. მოურიეთ, მოაყარეთ ბეკონი და გახეხილი ყველი.

7.ჩაასხით მზა ფორმაში და გამოაცხეთ180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!