ინგრედიენტები
ცომისთვის
- კვერცხი 3 ცალი
- შაქარი 1 ჭიქა
- თხევადი თაფლი – 2-3 სუფრის კოვზი
- სოდა 1 ჩაის კოვზი
- ფქვილი 3 ჭიქა
კრემისთვის
- არაჟანი (უმჯობესია ცხიმიანი) – 0,5ლ
- შაქარი 1 ჭიქა
მომზადება
- კვერცხს დაუმატეთ შაქაი და თფლი.
- მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, დაელოდეთ შაქრის გალღობას, არ შეასქელოთ მასა.
- დაუმატეთ სოდა და ინტენსიურად ურიეთ. მოაყარეთ ფქვილი.
- მთავარია ფქვილის რაოდენობა არ გადააჭარბოთ.
- ცომი გაყავით ნაწილებად და გააბრტყელეთ 5-10 კორჟი. მოაყარეთ ფქვილი და დაჭხვლიტეთ ჩანგლით.
- გამოაცხეთ 220 გრადუსზე 5-7 წუთი.
- მზა კორჟები მოათავსეთ თეფშზე და მიეცით ტორტის ფორმა.
- კრემის გარეშე კორჟები ერთმანეთზე არ დაალაგოთ.
- კრემისათვის ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი.
- ააწყვეთ ტორტი, ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილ ფირფიტა და შოკოლადის ნაფხვენები.
- მოათავსეთ მაცივარში 12 საათი.
გემრიელად მიირთვით!