სახლში მომზადებული ქათმის სოსისები პერგამენტში

611

ამ სოსისებს კვირაში 1 მაინც ვამზადებ. ბავშვები დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. დიდი რაოდენობით ვამზადებ და მაცივარში ვინახავ. დილაობით ბავშვებს შემწვარ სოსის ვატან სკოლაში.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 2 ცალი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ნიორი 3 კბილი
  • ყველი 100გ
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • მანანის ბურღული 2 სუფრის კოვზი
  • მშრალი რძე 1 სუფრის კოვზი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • კამა
  • წყალი

მომზადება

1.ქათმის ფილე გაატარეთ ხორცსაკეპში. გახეხეთ სტაფილო, ხახვი დაჭერით კუბიკებად. მოთუშეთ ბოსტნეული ზეთში.

2.ღრმა ჯამში მოათავსეთ ქათმის ფილე, კვერცხი, მშრალი რძე და მანანის ბურღული. მწვანილი და მარილი დაუმატეთ გემოვნებით. ფარშს დაუმატეთ ხახვი და სტაფილო. მოურიეთ.

3.ფარში დაასვენეთ 10 წუთი. ამასობაში პერგამენტი დაჭერით ოთხკუთხედად ( 20 X 20 ). ამ რაოდენობა ინგრედიენტებით გამოგივათ 8 ცალი.

4.პერგამენტის ცენტრში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი ფარში,გაათანაბრეთ მასა. ცენტრში მოათავსეთ ყველი და გადაახვიეთ ფარშში. პერგამენტი კამფეტისებურად შეკარით.

5.სოსისები მშრალ ტაფაზე მოამზადეთ ყველა მხრიდან. ტაფაზე დაასხით ცხელი წყალი.

6.სოსისები მთლიანად უნდა დაფაროს წყალმა. დააფარეთ თავსაფარი, ხოლო ცეცხლი მაქსიმალურად დაადაბლეთ. სოსისები მოამზადეთ 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!