ფარშირებული ცხარე წიწაკა

846

ფარშირებული წიწაკა – ძალიან გემრიელი და სასიამოვნოდ პიკანტური კერძია.

ამ საოცარ კერძს მესიკური ფესვები აქვს, რაც ნამდვილად კარგია!

დღეს ჩვენ ამ წიწაკას ყველით ამოვავსებთ, უმეტესად იყენებენ თხის ყველს, ფეტას, ბრინზას ან ფილადელფიას.

ინგრედიენტები

  • წიწაკა ჩილი 300გ
  • ყველი ფეტა 200გ
  • წყალი 500მლ
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • ნიორი 3 კბილი
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ვაშლის ძმარი 100მლ
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • ორეგანო 1 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი

მომზადება

1.მოამზადეთ შიგთავსი: რბილი ყველი დაჭყლიტეთ ჩანგლით და დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი, ბაზილიკი. არ მოაყაროთ მარილი!

2.გარეცხეთ წიწაკა, გაასუფთავეთ და ამოავსეთ ყველით.

3.მოამზადეთ მარინადი: აადუღეთ წყალი მარილთან, შაქართან, დაფნის ფოთოლთან და ორეგანოსთან ერთად. დაუმატეთ ზეთი, ძმარი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან. წიწაკას მოათავსეთ ქილებში და მოასხით ცხელი მარინადი.

გემრიელად მიირთვით!