ყაბაყით შეგიძლიათ ხორციც კი ჩაანაცვლოთ. ფარშირებული ყაბაყი ნამდვილად უგემრიელესი კერძია.
დედაჩემი ამ კერძს “თევზის ნაებს” ეძახის, ჩვენც ასე მოვიხსენიებთ ამ საოცრებას.
ინგრედიენტები
- კონსერვირებული თინუსი 100გ
- ყაბაყი 3 ცალი
- პური 50გ
- კვერცხი 1 ცალი
- ბაზილიკი 20გ
- ნიორი 1 კბილი
- კაპერსი 1 სუფრის კოვზი
- საფანელი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება
1.პირველ რიგში გარეცხეთ ყაბაყი, მოაჭერით ბოლოები. აადუღეთ წყალი და მოათავსეთ ბოსტნეული. მოხარშეთ 7-10 წუთი. შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ და გაჭერით.
2.ამოჭერით გული. რბილი ნაწილი დაჭერით დანით. ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. შეწვით დაჭყლეტილი ნიორი და ყაბაყის გული.
3.მოაყარეთ ტაფაზე არსებულ ინგრედიენტებს მარილი, მოამზადეთ 3 წუთის განმავლობაში. ცალკე ჯამში მოათავსეთ თევზი, პური, კაპერსი, კვერცხი და ბაზილიკი.
4.მოაყარეთ მარილი. ყაბაყის ნავები ამოავსეთ შიგთავისთ, ამოავლეთ საფანელში და გამოაცხეთ.
5გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.
გემრიელად მიირთვით!