უნაზესი სიმინდის ნამცხვარი, რომელიც პირში დნება

3922

გიყვართ ხრაშუნა არომატული ნამცხვრები? ჩვენც გვიყვარს და ვცდილობთ ისეთი შევარჩიოთ, სხეულის ფორმა რომ არ დაზარალდეს. ამიტომ გთავაზობთ მსუბუქი სიმინდის ნამცხვრის რეცეპტს. არც კვერცხია საჭირო, არც რძე, კარაქი და მითუმეტეს გლუტენი. ეს  რეცეპტი გახლავთ ნამცხვრის საფუძველი, დანამატებად კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქიშმიში, სელის თესლი, ფორთოხლის ცედრა, ნუში. ან მოაყარეთ ქუნჯუთი ან ყავისფერი შაქარი.

თუ გსურთ, რომ ნამცხვარი უფრო სტრუქტურული გამოვიდეს, გამოიყენეთ სხვადასხვაგვარად დაფქული სიმინდი: წვრილი და მსხვილი. დაახლოებით ორი მესამედი წვრილად დაფქული და 1/3 სქლად დაფქული. გირჩევთ გამოიყენოთ მინერალური გაზიანი წყალი.

ინგრედიენტები

  • 1 ჭიქა სიმინდის ფქვილი
  • 1 ჭიქა ბრინჯის ფქვილი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 150 მლ წყალი
  • 0,5 ჩ.კ. სოდა

მომზადება

1. ღრმა თასში შეურიეთ ორივე სახის ფქვილი. დაამატეთ შაქარი, სოდა, მოურიეთ. ცალკე თასში ჩაასხით წყალი და ზეთი. დაამატეთ ფქვილს, მოზილეთ ცომი, დააფარეთ და დატოვეთ 30 წუთით.

2. დაჭერით ცომი პატარა ნაჭრებად, შექმენით სასურველი ფორმა.

3. დააფარეთ პერგამენტი საცხობ ფორმაზე. გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!