უგემრიელესი ყაბაყის რულეტი ქათმმის ფარშით: ოლადებზე ბევრად მარტივი და გემრიელი

1832

თქვენც გიხარიათ ხოლმე, როცა ბაზარში ყაბაყი ჩნდება? მას თითქოს გაზაფხულისა და ზაფხულის თბილი ამინდების ატმოსფერო შემოაქვს. თანაც მისგან უამრავი გემრიელობის მომზადებაა შესაძლებელი: ოლადები, სალათები, რულეტები. გვსურს, სრულად დატკბეთ ამ ბოსტნეულით და ამიტომაც გთავაზობთ უგემრიელესი ყაბაყის რულეტის რეცეპტს.

ყაბაყის რულეტი ქათმის ფარშით – შესანიშნავი ხემსია ყოველდღიურად და სადღესასწაულო სუფრაზეც, თანაც საკმაოდ მარტივად მზადდება. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 2 ც ყაბაყი
  • მწვანილი გემოვნებით
  • 300 გრ ქათმის ფარში
  • 2-3 ს.კ. ფქვილი
  • 100 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ხახვი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ და გახეხეთ ყაბაყი, მოაცილეთ ზედმეტი სითხე.

2. ღრმა თასში ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და პილპილთან. მოასხით მასა ყაბაყს, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და მოურიეთ.

3. დაუმატეთ მასას ფქვილი და კვლავ მოურიეთ. დააფინეთ საცხობ ფორმაზე პერგამენტი, დაასხით მასა. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

4. მოთუშეთ დაჭრილი ხახვი ზეთში, დაუმატეთ ქათმის ფარში, შეწვით, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

5. გადაიტანეთ ფარში ღრმა თეფშზე, დაუმატეთ გახეხილი ყველი. მოათავსეთ გამომცხვარი ყაბაყი ხელსახოცზე, გადატანეთ ფარში ზედაპირზე თანაბრად, დაახვიეთ რულეტი.

6. შემოახვიეთ იგივე პერგამენტი რულეტს და შედგით კვლავ ღუმელში 10 წუთით.

მზა რულეტი შეგიძლიათ მიირთვათ ცხლადაც და ცივადაც. დაჭერით მცირე ნაჭრებად და დატკბით შესანიშნავიგემოთი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპი მეგობრებს!