უგემრიელესი ნაყინი “პლომბირი” 5 წუთში. მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან

836

ძალიან გემრიელი და უმარტივესი ნაყინი სახლის პირობებში. რამდენიმე წუთში მზადდება. ნაზი ნაღების გემო გულგრილს ვერავის დატოვებს. აუცილებლად სცადეთ!

ინგრედიენტები

  • შოკოლადის ვაფლის ფირფიტები 2 ცალი
  • ნაღები 33% 500გ
  • შესქელებული რძე 1 ქილა

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ჩაასხით ნაღები და ათქვიფეთ ამოფუებამდე.
  2. დაახლოებით 4 წუთი.
  3. ათქვეფილ ნაღებს დაუმატეთ 1 ქილა შესქელებული რძე.
  4. ათქვიფეთ 2 წუთი.
  5. სწორ ზედაპირზე მოათავსეთ საკონდიტრო წრე, ან ნებისმიერი უძირო ფორმა.
  6. გვერდები ამოფინეთ პეგამენტით, ხოლო თვითონ ფორმაში მოათავსეთ ვაფლი.
  7. ზემოდან გადაანაწილეთ ნაღების მასა.
  8. დააფარეთ მეორე ფენა ვაფლი.
  9. მიღებული ნაყინი შეინახეთ 5-7 საათი მაცივარში.
  10. უგემრიელესი ნაყინი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!