უგემრიელესი ქათმის ჩახოხბილი – ნამდვილი ქართული კერძი

6438

ხორცი ერთ-ერთი ძირითადი საკვები  პროდუქტია ადამიანისთვის. ამასთან იგი საუკეთესო მასალაა კულინარული დამუშავებისათვის. ის კარგად ეხმარება სხვადასხვა საკვებ პროდუქტს, ბოსტნეულს, ბუღულს და ა.შ. დღეს გასტრონომია ტრადიციული კერძის ქათმის ჩახოხბილის რეცეპტს გთავაზობთ.

ინგრედიენტები: 

  • ქათამი – 1 ცალი
  • ერბო – 80 გრამი
  • კვერცხი – 5 ცალი
  • პამიდორი – 1 კილოგრამი
  • ხახვი – 300 გრამი
  • ქინძი და ოხრახუში – 100 გრამი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ ასო-ასოდ, ჩავაწყოთ ქვაბში და მოვხრაკოთ. ცოტა რომ მოიხრაკება, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ ერბო და განვაგრძოთ ხრაკვა 10-15 წუთის განმავლობაში თავღია ქვაბში. დავაყაროთ დაფცქვნილი და დაჭყლეტილი მწიფე პამიდორი ( ზამთარში პამიდორის პიურე ან პასტა) დავახუროთ ხუფი და ვადუღოთ ხორცის მოხარშვამდე. შემდეგ ავთქვიფოთ ორი კვერცხი, ათქვეფილ კვერცხს  ნელ-ნელა დავუმატოთ კერძის წვენი და თანდათანობით ჩავუშვათ ქვაბში. ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ, შევანელოთ მარილით და სუფრაზე მივიტანოთ. როდესაც კერძს ღრმა თეფშზე გადმოვიღებთ, ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ირგვლივ შემოვუწყოთ შუაზე გაჭრილი მაგრად მოხარშული რამდენიმე  კვერცხი, და მოვრთოთ ოხრახუშის ფოთლებით.