უგემრიელესი კომშის ჯემის რეცეპტი: სქელი-სქელი, განუმეორებელი მოტკბო-მომჟავო ნოტებით! მარმელადს ძალიან ჰგავს

4260

კომში ყველაზე საშემოდგომო ხილია, არომატული, ღია ყვითელი მკვრივი ქერქით. ახალი სახით მყარი და მომჟავოა, სამაგიეროდ მზა სახით თითქოს გარდაიქმნება. გამოცხობის ან ხარშვის შემდეგ უხეში რბილობი პატარა მარცვლებით მოტკბო-მომჟავო, ვარდისფერ პიურედ გარდაიქმნება, როგორც მსხალი.

თუ ქლიავის, ვაშლის და მსხლის მურაბებმა და ჯემებმა თქვენი არსენალი შეავსეს, კომში გამოიყენეთ! ეს ერთ-ერთი საუკეთესო ნაყოფია სქელი ჯემის და მურაბის მოსამზადებლად. პექტინების მაღალი შემცველობის გამო კომში ხარშვის დროს ჟელატინის მასად სწრაფად გარდაიქმნება.

კომშის ჯემი წარმოუდგენლად არომატული გამოვა, მარმელადს ძალიან ჰგავს. სასიამოვნოა, რომ რეცეპტს ბევრი შაქარი არ სჭირდება. პაპრიკის, ნივრის ფხვნილის და არომატული ბალახების დამატებით ხორცისთვის მოტკბო-მომჟავო სოუსად გარდაქმნას შეძლებთ.

ინგრედიენტები:

  • 2,5 კგ კომში
  • 300 გრ შაქარი
  • 2 ჭიქა წყალი

მომზადება:

  1. გარეცხილი კომში ოთხად გაჭერით და თესლი მოაშორეთ. დარჩენილი რბილობი უფრო წვრილად დაჭერით, სქელ ძირიან ქვაბში ჩაყარეთ და წყალი დაასხით.
  2. ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ხარშვის დროს პერიოდულად აურიეთ, სანამ წყალი არ აორთქლდება. შაქარი დაუმატეთ.
  3. კომშის დარბილებამდე და შაქრის გადნობამდე ხარშეთ. მიღებული პიურეს მსგავსი მასა გაზიდან გადმოდგით.
  4. მიღებული მასა ადუღებამდე კიდევ ერთხელ მიიყვანეთ და იმწამსვე მინის ქილებში გადაანაწილეთ. ქილებს თავსახური დაახურეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ. გაგრილებამდე დატოვეთ.

წარმოუდგენელი გემოს გარდა კომშის ჯემი საჭმლის მომნელებელ სისტემას და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. გემრიელად მიირთვით!