ტორტი “სიყვარულის ქოხი” ცხობის გარეშე

1210

ეს რეცეპტი მათთვისაა, ვისაც უყვარს ტკბილეული, მაგრამ მისი მომზადება ძალიან ეზარება.

ტორტი ცხობის გარეშე – ყველაფერს ძალიან ამარტივებს!

ინგრედიენტები

  • ორცხობილა 15 ცალი
  • კარაქი 200გ
  • შაქარი 1 ჭიქა
  • ხაჭო 200გ
  • კაკაო 2 სუფრის კოვზი
  • რძე 1/2 ჭიქა
  • დაკონსერვებული ატამი

მომზადება

  1. ათქვიფეთ ხაჭო 100გ კარაქთან და ნახევარ ჭიქა შაქართან ერთად.
  2. დარჩენილ კარაქს დაუმატეთ კაკაო და შაქარი (შეგიძლიათ გამოიყენოთ შაქრის ფხვნილი).
  3. ფოლგაზე ან ქარალდზე მოათავსეთ ორცხობილა.
  4. მონიშენთ ოთხკუთხედი.
  5. აიღეთ ორცხობილა და ფოლგას წაუსვით მინანქარი.
  6. ორცხობილა ამოავლეთ რძეში და მოათავსეთ მინანქარზე.
  7. წაუსვით კრემი.
  8. შეაში მოათავსეთ ატამი.
  9. აწიეთ ფოლგის კუთხეები და მიეცით ქოხის ფორმა.
  10. მოათავსეთ 2-3 საათი მაცივარში, შემდეგ მოხსენით ფოლგა და დაჭერით.

გემრიელად მიირთვით!