ტკბილი სააღდგომო პური განსაკუთრებული შიგთავსით

1505

პაასბროდი – აი, რას აცხობენ ჰოლანდიელი დიასახლისები სააღდგომოდ. ეს გახლავთ ტკბილი პური, თუმცა მას ვერ წაუსვამ პაშტეტს ან ვერ გამოიყენებ კანაპეს სახით. პაასბროდი ჩვენი პასქასავით ტკბილი არ არის, თუმცა შეიცავს დიდი ოდენობით ცუკატებს, ჩირს და თხილს და კიდევ განსაკუთრებულ ნუშის შიგთავსს.

ადრე მას მხოლოდ ბერები აცხობდნენ, ახლა კი პაასბროდი ყოველი ჰოლანდიელის სააღდგომო სუფრაზე შეგხვდებათ, თუმცა მას სხვა დღეებშიც სიამოვნებით აცხობენ. ისიამოვნეთ მომზადების პროცესით და შედეგით!

ინგრედიენტები

  • 500 გრ ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 75 გრ კარაქი
  • 7 გრ მშრალი საფუარი
  • 1 კვერცხი
  • 5 გრ ვანილის შაქარი
  • 450 გრ ჩირი
  • 75 გრ ცუკატები
  • 50 გრ ნიგოზი
  • რომი გემოვნებით
  • 150 გრ ნუში
  • 175 გრ შაქარი
  • 3 კვერცხის გული
  • 0,5 ც ლიმონი
  • შაქრის პუდრი გემოვნებით

მომზადება

1. დაადნეთ 50 გრ კარაქი, დაასხით რძე, დაამატეთ 1 ს.კ. შაქარი და ვანილის შაქარი.

2. დაამატეთ საფუარი და კვერცხი, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. დააფარეთ და დატოვეთ 1 საათით.

3. დაჭერით ჩირი (ქიშმიში, შტოში, ალუბალი, გარგარი), დაასხით რომი. როცა დარბილდება, გააშრეთ. დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და ცუკატები.

4. ცალკე შეურიეთ დაჭრილი ნუში, 150 გრ შაქარი, ნახევარი ლიმონის წვენი და 2 კვერცხის გული. შექმენით ძეხვი, შეახვიეთ და შედგით მაცივარში 30 წუთით.

5. როცა პურის ცომი ამოვა, დაუმატეთ ჩირი, ცუკატები და ნიგოზი, მოზილეთ და გააბრტყელეთ ოვალურად. მოათავსეთ ცენტრში “ძეხვი” და მოუჭირეთ კუთხეებს. დატოვეთ 30 წუთით, შემდეგ წაუსვით კვერცხის გული.

6. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთით, წაუსვით მდნარი კარაქი, მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ჰოლანდიაში სააღდგომო პურს არ რთავენ მინანქრით, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ დაარღვიოთ ეს წესი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!