ტოლმა ფართოდ გავრეცელებული კერძია, რომელიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს საქართველოში. თბილისში ტოლმა ტრადიციული სუფრის აუცილებელ კერძს წარმოადგენდა.
ინგრედიენტები:
- 250გ საქონლის ხორცი
- 250 გ ღორის ხორცი
- 3 თავი ხახვი
- 1 თავი ნიორი
- ქინძი
- ოხრახუში
- ძირა
- ხმელი ქონდარი
- მარილი
- წითელი წიწაკა
- 2 ს.კ. ტომატპასტა
- კომბოსტოს ფოთლები გადასახვევად
მომზადების წესი:
- კომბოსტოს ფოთლები ჩავყაროთ მდუღარე მარილწყალში და მოვწალოთ. ლანგარზე ამოვიღოთ და გავაცივოთ.
- ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ხორცი, ხახვი, ნიორი და მწვანილები. დავუმატოთ ძირა, ქონდარი, წითელი წიწაკა და მარილი. ხელით კარგად ავზილოთ და გადავახვიოთ მოწალულ კომბოსტოს ფოთლებში.
- სქელძირიან ქვაბში ჩავაფინოთ რამდენიმე კომბოსტოს ფოთოლი, ჩავაწყოთ ტოლმა, ტომატპასტა გავხსნათ წყალში და დავასხათ ისე, რომ ბოლომდე ფარავდეს. ვხარშოთ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.
გაგვიზიარეთ გამოცდილება, თქვენ როგორ ამზადებთ ტოლმას…