სწორედ ის ხაჭოს მობრაწულა, რომელსაც საბავშვო ბაღში გვაჭმევდნენ

1250

ბავშვებს, როგორც წესი, ხაჭო არ უყვართ. მაგრამ შეიძლება ის გამოვიყენოთ სირნიკებში, ვარენიკებში ან მობრაწულაში და ისე ვაჭამოთ. სწორედ ის ხაჭოს მობრაწულა, რომელსაც ბაღში გვაჭმევდნენ, შესანიშნავად ასრულებს თავის მისიას.

იმ დროს მას ჯემთან ან კენკრის კისელთან მიართმევდნენ. ბავშვებს ძალიან უყვარდათ ასეთი კერძი. მეორე დღეს დესერტი კიდევ უფრო გემრიელი ხდება.

ინგრედიენტები

  • 400 გრ მაკარონი
  • 400 გრ ხაჭო
  • 175 გრ არაჟანი
  • 175 გრ შაქარი
  • 1 ჭ მოცხარი
  • 3 კვერცხი
  • 1 ს.კ. ქიშმიში
  • 8 გრ ვანილი
  • 20 გრ სახამებელი
  • 2 ჭ წყალი
  • 0,25 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. მოხარშეთ მაკარონი 8 წუთის განმავლობაში. დაასხით ქიშმიშს მდუღარე წყალი და დატოვეთ  ცოტა ხნით.
  2. ხაჭოს დაუმატეთ 100 გრ არაჟანი, ვანილი, შაქარი, კვერცხი და კარგად მოურიეთ. დაწურეთ მაკარონი და დაუმატეთ ხაჭოს მასას.
  3. დაწურეთ ქიშმიში და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, გადაასხით მასა და გააბრტყელეთ. ზემოდან წაუსვით 75 გრ არაჟანი.
  4. შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.
  5. გახეხეთ საწურში მოცხარი. პიურე გადადეთ, წვენს კი დაუმატეთ 2 ჭ წყალი და ადუღეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
  6. დაწურეთ, ისევ ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ პიურე, 75 გრ შაქარი, სახამებლისა და წყლის ნაზავი, ოდნავ წამოადუღეთ და გადმოდგით.
  7. ოდნავ გაცივებული მობრაწულა დაჭერით ულუფებად, მოასხით არაჟანი და კისელი.