მარწყვი შამპანურით – ელეგანტური დესერტი განსაკუთრებული საღამოსთვის

1274

ასეთი დესერტი მიესადაგება ელეგანტურ წვეულებებს, მოსამზადებლად იოლია, შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ. განსაკუთრებით პრაქტიკულია იმ შემთხვევისთვის, თუ ბევრ სტუმარს ელოდებით და გსურთ, მენიუ უფრო მრავალფეროვანი გქონდეთ.

ინგრედიენტები: 

  • 3 ფინჯანი (450 გ) მარწყვი, შუა-შუა გაჭრილი
  • 60 მლ ლიქიორი, ფორთოხლის არომატით
  • 2 ფინჯანი (500 მლ) ცივი შამპანური

ულუფა: 4-6

მომზადება: 10 წუთი + 2 საათი გასაცივებლად

დონე: 1

მომზადების წესი:

  1. მარწყვი მოათავსეთ საშუალო ზომის მინის თასში და მოასხით ლიქიორი. დაუმატეთ 1 ფინჯანი (250 მლ) შამპანური და თავდახურული შედგით მაცივარში.
  2. მარწყვი და მისი წვენი 4-6 ულუფად გაანაწილეთ ჭიქებში. დარჩენილი შამპანური მოასხით თავზე მიიტანეთ სუფრაზე.