სპაგეტი საქონლის ხორცით: ვერავითარი დიეტა ვერ მაიძულებს, უარი ვთქვა ამ გემრიელობაზე

2239

იტალიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პოპულარულია მთელ მსოფლიოში. პიცა, პასტა, ლაზანია – ამ კერძებს ხშირად ვუკვეთავთ კაფეებსა თუ რესტორნებში,ნოყიერად რომ ვივახშმოთ. მაგრამ შესაძლებელია კი შინ მოაწყო იტალიური კერძების საღამო ზედმეტი დანახარჯის გარეშე?

რა თქმა უნდა, შესაძლებელია! ამისათვის გამოიყენეთ ჩვენი რეცეპტი: სპაგეტი ხორცით, სოკოთი და ნაღების სოუსით. კერძი საკმაოდ სწრაფად მზადდება და მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება, რომლებსაც ნებისმიერ მაღაზიაში აღმოაჩენთ. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!

ინგრედიენტები

  • 250 გრ სპაგეტი
  • 500 გრ საქონლის ხორცი
  • 500 გრ ქამა სოკო
  • 100 გრ პარმეზანი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხეთ ხორცი, დაჭერით თხლად და შეწვით ზეთში.

2. ცალკე ტაფაზე შეწვით დაჭრილი ქამა სოკო, დაუმატეთ ნაღები და გახეხილი პარმეზანი.

3. შეურიეთ სოკო და ხორცი, დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში. თუ ნაღები აორთქლდა, დაუმატეთ ცოტაოდენი ადუღებული წყალი.

4. მოხარშეთ სპაგეტი, დაწურეთ და შეურიეთ ხორცისა და სოკოს ნაზავს.

მირთმევამდე შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი პარმეზანი ან დაჭრილი მწვანილი. ასევე, შეგიძლიათ სპაგეტი სხვა მაკარონით შეცვალოთ, ამით კერძის გემო არ შეიცვლება. იგივე ეხება ხორცსაც. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!