ხვეულები ჩაისთვის რამდენიმე წუთში! შეუდარებელი ტკბილეული ღუმელის გამოყენების გარეშე

1673

ძალიან გემრიელი და ნაზი ხვეულები გასაოცარი არომატით! სურვილისამებრ შეგიძლიათ შეურჩიოთ გულსართი. აუცილებლად სცადეთ.

ინგრედიენტები

გამოდის – 35 ცალი

  • ქათმის კვერცხი 3 ცალი
  • რძე 120მლ
  • კარაქი 100გ
  • შაქარი 100გ
  • ფქვილი 200გრ
  • ვანილი

მომზადება

  1. ცალკე ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთი.
  2. დაუმატეთ დარბილებული კარაქი და გააგრძელეთ თქვეფა საშუალო სიჩქარეზე.
  3. დაუმატეთ რძე და მოურიეთ.
  4. 2 ნაწილად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, კარგად მოურიეთ.
  5. ამასობაში გააცხელეთ ტაფა.
  6. ნახევარი სუფირს კოვზი ცომი დაასხით ტაფაზე და ხელის წრიული მოძრაობით გაშალეთ.
  7. შეწვით ორივე მხრიდან, ცეცხლი უნდა იყოს მინიმალურზე ოდნავ მაღლა.
  8. ხვეულები გადმოიტანეთ თეფშზე და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
  9. შეგიძლიათ გულსართად გამოყენოთ შესქელებული რძე ან კრემი .

გემრიელად მიირთვით!