სპაგეტი პესტოთი, კარტოფილითა და მწვანე ლობიოთი

1865

პესტო კიდევ ერთი კლასიკური იტალიური საწებელია. მისი რეცეპტი იტალიის ჩრდილოეთში, ქალაქ გენუაში მოიფიქრეს. გასტრონომია სპაგეტისგან მომზადებულ ორიგინალურ კერძს გთავაზობთ. კარტოფილი და მწვანე ლობიო მას განსაკუთრებულ გემოს სძენს.

ინგრედიენტები: 

  • 400 გ მწვანე ლობიო
  • 500 გ სპაგეტი
  •  8 მომცრო ახალი კარტოფილი

პესტოსთვის: 

  • 100 გ (2 ჭიქა) რეჰანი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 60 გ ფიჭვის კაკალი
  • 50 გ ყველი პარმეზანი
  • 50 გ ყველი პეკორინო
  • 120 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • შავი პილპილი
  • 30 გ ყველი პარმეზანი
  • რეჰანი მოსართავად

მომზადების წესი:

  1. მოხარშეთ ლობიო. ნახარში შეინახეთ.
  2. პესტო: რეჰანის ნორჩ ფოთლებსა და მსხვილად  დაჭრილ ნიორს მარილი მოაყარეთ და სამზარეულო კომბაინში 5 წმ დააქუცმაცეთ. დაუმატეთ ოდნავ მოხალული ფიჭვის კაკალი, ორივე სახეობის ახალგახეხილი ყველი, ზეთის ნახევარი და გააგრძელეთ დაქუცმაცება. კომბაინს გვერდები ჩამოუფხიკეთ, ინგრედიენტებს დარჩენილი ზეთიც დაუმატეთ და ერთგვაროვან მასამდე მიიყვანეთ.
  3. სპაგეტი მდუღარე, მარილიან წყალში 5 წთ ხარშეთ. დაუმატეთ კარტოფილი და კიდევ 7-8 წთ დატოვეთ ცეცხლზე. პასტა ბოლომდე არ მოხარშოთ (Al dente). ორივე დიდ ჯამში გადაიტანეთ.
  4. ზეთი და ლობიოს ნახარში პესტოს შეურიეთ. შემდეგ მაკარონსა და კარტოფილს მოასხით, დაუმატეთ ლობიოც და ჯამი მძლავრად შეანჯღრიეთ. შეაზავეთ ახალდაფქული შავი პილპილით, მოაყარეთ თხლად დაჭრილი პარმეზანი. მორთეთ რეჰანის ფოთლებითა და ფიჭვის კაკლით.
  5. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.