სპაგეტი მოლუსკების ცხარე საწებლით

3289

გემოვნებით შეაზავეთ ნივრითა და წიწაკით. თავად განსაზღვრეთ, რამდენად ცხარე კერძი გსურთ მოამზადოთ. ზედმეტად ფრთხილიც ნუ იქნებით, გახსოვდეთ, პასტას, ზეთსა და მოლუსკებს ორივე ინგრედიენტი ძალიან უხდება.

ინგრედიენტები: 

  • 1 კგ მოლუსკი ნიჟარით
  • 90 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 მწარე წიწაკა
  • 6 პამიდორი
  • 12 მლ მშრალი თეთრი ღვინო
  • მარილი, შავი პილპილი
  • 500 გ სპაგეტი
  • 3 ს.კ. ქორფა ოხრახუში

მომზადების წესი:

  1. ნიჟარები 1 სთ  ცივ წყალში  დაალბეთ.
  2. დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი და აადუღეთ.
  3. დიდ ტაფაში ჩაასხით მცირეოდენი წყალი, ჩაალაგეთ ნიჟარები და საშუალო ცეცხლზე გახსნამდე ხარშეთ. გადააგდეთ ნიჟარა, რომელიც არ გაიხსნა. მოხარშული მოლუსკების ნახევარს ნიჟარა მოაცილეთ, ნახევარი კი კერძის მოსართავად შეინახეთ.
  4. დიდ ტაფაში საშუალო ცეცხლზე წვრილად დაჭრილი ნიორი და წიწაკა მოშუშეთ. დაუმატეთ მრგვალად დაჭრილი პამიდორი, ღვინო, შეაზავეთ მარილითა და ახალდაფქული პილპილით.
  5. კიდევ 15 წთ დატოვეთ ცეცხლზე. როცა პამიდორი დარბილდება და ჩაშლამდე მივა, დაუმატეთ მოლუსკები და კარგად მოურიეთ.
  6. მდურარე, მარილიან წყალში ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ. შემდეგ იმ ტაფაში გადაიტანეთ, სადაც მოლუსკების საწებელია. ტაფა მძლავრად შეანჯღრიეთ, კერძს ოხრახუში მოაყარეთ, ნიორი და წიწაკა თქვენი გემოვნებით შეუზავეთ. ისინი ძალიან უხდება პასტას, ზეთსა და მოლუსკებს. სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.