რძის მინანქარი პასქებისთვის: სქელი და პრიალა. არ ტყდება და არ იფშვნება დაჭრისას

4884

ნებისმიერი ბავშვი გეტყვით: სააღდგომო პასქაში ყველაზე გემრიელი მისი თეთრი “ქუდია”. და როგორი დასანანია, როცა ის დაჭრისას იფშვნება. მსგავსი უსიამოვნების თავიდან ასარიდებლად, გთავაზობთ მინანქრის განსაკუთრებულ რეცეპტს, რომელიც მუდამ იდეალური გამოდის.

მინანქარი შესანიშნავად ეფინება ზედაპირს, არ ტყდება და რაც მთავარია, არ უმ კვერცხს, რაც მნიშვნელოვანია  პატარებისთვის.

ინგრედიენტები

  • 4 ს.კ. რძის ფხვნილი
  • 6-8 ს.კ. შესქელებული რძე
  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

1. მცირე თასში შეურიეთ ინგრედიენტები. თუ მასა ძალიან სქელი გამოვა, დაუმატეთ ცოტა მეტი შესქელებული რძე.

2. წაუსვით მინანქარი გაცივებულ პასქებს, მოაყარეთ მოსართავი. აცადეთ, სანამ მინანქარი კარგად არ გაშრება.

კარგი მინანქრის რეცეპტი უკვე გაქვთ, პასქების მრავალფეროვანი რეცეპტები კი უხვადაა “გასტრონომიას” საიტზე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!