სპაგეტი ბადრიჯნითა და პამიდვრის საწებლით – სიცილიური რეცეპტი

1369

რეცეპტი სიცილიურია, ქალაქ კატანიადან. მას “სპაგეტი ალა ნორმას” უწოდებენ, კატანიელი კომპოზიტორის, ვინჩენცო ბელინისა და მისი ცნობილი ოპერის, “ნორმას” პატივსაცემად.

სპაგეტი “ალა ნორმას” მოსამზადებლად დაგვჭირდება:

ინგრედიენტები:

მოსართავი ბადრიჯნითვის:

  • 500 გრამი ბადრიჯანი
  • 2 ს.კ მსხვილი მარილი
  • 250 მლ (1 ჭიქა) ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი

პამიდვრის საწებლისთვის:

  • 1 კგ წვნიანი პამიდორი
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა რეჰანი
  • 2 ს.კ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 1/4 ჩ.კ შაქარი
  • მარილი
  • 500 გ სპაგეტი
  • 120 გ (1 ჭიქა) ყველი პარმეზანი

მომზადების წესი:

  1. მოსართავი ბადრიჯანი: მრგვალად დაჭრილი ბადრიჯანი (კანიანად) საწურზე მოათავსეთ, მსხვილი მარილი მოაყარეთ და ერთი საათი გააჩერეთ.
  2. პამიდვრის საწებელი: კანგაცლილი, მსხვილად დაჭრილი პამიდორი, წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და რეჰანი საშუალო ზომის ქვაბში მოათავსეთ, მოასხით ზეთი, მოაყარეთ შაქარი და მარილი, დაახურეთ და საშუალო ცეცხლზე 15 წთ ადუღეთ. შემდეგ ტემპერატურას დაუწიეთ და კიდევ 40 წუთი თავახდილი დატოვეთ. ბოლოს სამზარეულოს კომბაინში გადაიტანეთ და ერთგვაროვან მასა აქციეთ.
  3. ვიდრე საწებელი დუღს, ღრმა ტაფაში ზეთი ძალიან გააცხელეთ და ბადრიჯანი შეწვით.
  4. დიდ ქვაბში წყალი ჩაასხით, მარილი ჩაყარეთ და აადუღეთ, ჩაყარეთ სპაგეტი, ბოლომდე არ მოხარშოთ (AL dente).
  5. მოხარშული სპაგეტი საწებლიან ქვაბში გადაიტანეთ. ქვაბი კარგად შეანჯღრიეთ. კერძი თეფშებზე გაანაწილეთ. თითოეულ ულუფას მცირეოდენი ბადრიჯანი დაადეთ და ახალგახეხილი პარმეზანი მოაყარეთ.

სუფრაზე ცხელი მიიტანეთ.