სახლში მომზადებული ხილის ნაყინი – სწრაფი და საოცრად გემრიელი

ძნელია ისეთი ბავშვის ან უფროსის პოვნა რომელიც ნაყინის მიმართ გულგრილი იქნება… ამ დესერტის გემო ბავშვობიდან გვახსოვს მაგრამ, ალბათ საიდუმლო არ იქნება თუ გეტყვით, რომ ყველაზე გემრიელი ნაყინი ის არის, რომელიც საკუთარი ხელით მოვამზადეთ! ამ გემრიელობის მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს, დღეს კი ყველაზე მარტივ მათგანს გაგაცნობთ!

სახლში მომზადებული ნაყინი
ინგრედიენტები:

  • 2 ცალი კივი
  • ფორთოხალი

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ ხილი.

2. დაჭრილი კივი ბლენდერში მოათავსეთ

3. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე

4. ბლენდერში ფორთოხლის წვენი ჩაწურეთ და კვლავ ათქვიფეთ.

5. ათქვეფის შედეგად სქელი, ბლანტი მასა უნდა მიიღოთ

6. მასა სანაყინეებში დაანაწილეთ და მასში ჩხირები ჩაარჭეთ. შედგით საყინულეში რამდენიმე საათით.

7. რამდენიმე საათის შემდეგ ნაყინი მზად არის!

ასეთი დესერტის მომზადებას რამდენიმე წუთი ჭირდება მაგრამ, დიდ სიამოვნებას გპირდებათ. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ სხვა ხილი და კენკრაც გამოიყენოთ. გემრიელად მიირთვით!!!