სახლში მომზადებული უგემრიელესი ძეხვი ნივრით – დამატებითი მოწყობილობების გარეშე

1563

ძეხვი საექიმო ალბათ ყველას შეგიძენიათ მაღაზიაში. დღეს სწორედ მის მომზადებას გასწავლით სახლის პირობებში.

ინგრედიენტები

  • ქათამი 1 ცალი
  • ნიორი 2-4 კბილი
  • ბულიონი 300მლ
  • ჟელატინი 10გ
  • შავი წიწაკა
  • პაპრიკა
  • ჭარხლის წვენი 1 სუფრის კოვზი

ბულიონისთვის

  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • შავი წიწაკის მარცვლები 6-8 ცალი
  • მარილი

მომზადება

  1. აადუღეთ წყალი, ქათამი, სტაფილო, ხახვი, მარილი, დაფნა და წიწაკა მოხარშეთ.
  2. ჟელატინი დაალბეთ 300მლ ბულიონში.
  3. გამოწურეთ ჭარხალი – გვჭირდება 1 სუფრის კოვზი.
  4. ქათმის ხორცი ძვლების გარეშე უნდა გამოგვივიდეს დაახლოებით 800გრ.
  5. მოაყარეთ სანელებლები გემოვნებით.
  6. ჩასხით ჭარხლის წვენი დაუმატეთ ბულიონი და დააბლენდერეთ. გააკონტროლეთ მარილი.
  7. გადაჭერით პლასტმასის ბოთლი. ჩაასხით მიღებული მასა და შეინახეთ მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!