სახლში მომზადებული ნატურალური შპროტი

1116

ინგრედიენტები

  • 1კგ მოივა
  • 3 სუფრის კოვზი ჩაი
  • დაფნის ფოთოლი
  • მიხაკი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 0,5 ჩაის კოვზი ლიმონის მჟავა
  • 100მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.თევზი გაასუფთავეთ, მოაშორეთ თავი და კუდი. შესაბამის ჭურჭელში ჩაასხით ცოტა ზეთი და ჩაალაგეთ თევზი.

2.ფერის მისაცემად სპეციალურ სითხეს მოვამზადებთ. 0,5ლ ქილაში ჩაყარეთ ჩაი და დაასხით ცხელი წყალი. ჩაი უნდა იყოს მაგარი.

3.თევზს დაუმატეთ ყველა საჭირო ინგრედიენტები. ასევე 2 ჩასი კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი სოდა და 0,5 ჩასი კოვზი შაქარი, ლიმონის მჟავა. მოასხით 50მლზეთი.

4.მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე 4 საათი.

გემრიელად მიირთვით!