სახლში მომზადებული ნატურალური ძეხვი

989

მაღაზიებში ძეხვეულობის ძალიან ფართო ასორტიმენტს შეხვდებით, მაგრამ სახლშ მომზადებულ ძეხვს მაინც ვერ აჯობებს ნაყიდი.

სახლში მომზადებისას, თქვენ დარწმუნებული ხართ პროდუქტის სისუფთავეში და ნატურალობაში. სახლში მომზადებული არ შეიცავს კონსერვანტებს და მავნე ნივთიერებებს. ამიტომაც თამამად შეგიძლიათ ამ ძეხვით გაუმასპინძლდეთ ბავშვებს.

ინგრედოენტები

  • 600გ ქათმის კუჭი
  • 600გ ქათმის გული
  • 500გ ქათმის ღვიძლი
  • 500გ ქათმის ფილე
  • 200გ ღორის ფილე
  • ნიორი
  • 36გ ზღვის მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შავი და თეთრი წიწაკა
  • ნატურალური შესაფუთი ძეხვისთვის

მომზადება

1.ქათმის შიგნეულობა გაასუფთავეთ. ხახვი, ნიორი, მწვანილი და ფილე დაჭერით. ფარში გაატარეთ ხორცსაკეპში. მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოზილეთ ხელით.

2.ძეხვის შესაფუთი გარეცხეთ და გააშრეთ. ამოავსეთ ფარშით.

3.ხელით მიეცით ძეხვის ფორმა. ყურადღებით იყავით, შესაფუთი არ უნდა დაზიანდეს. ბოლოები შეკარით ძაფით.

4.გამოაცხეთ 250 გრადუსზე 40 წუთი.

გემრიელად მიირთვით!