სახლში გამომცხვარი თხელი პიცა

1146

ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • 160მლ წყალი
  • 1 ჩაის კოვზი საფუარი
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • ზეითუნის ზეთი
  • ყველი მოცარელა
  • ყველი
  • პომიდორი
  • პომიდვრის პასტა
  • გამომშრალი სანელებლები

მომზადება

1.ფქვილს დაუმატეთ საფუარი, შაქარი და მარილი.

2.ჩაასხით თბილი წყალი და 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

3.ზეთიანი ხელებით მოზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში.

4.შეფუთეთ ცომი და დაელოდეთ 1 საათი. ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი.

5.გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ფოლგა, მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი.

6.ცომს წაუსვით ზეითუნის ზეთი. მოვამზადოთ სოუსი – 1 სუფრის კოვზი პომიდრის პასტას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი, მარილი და სანელებლები.

7.ცომს წაუსვით სოუსი, მოათავსეთ შიგთავსი – მოცარელა და შემდეგ დანარჩენი ინგრედიენტები.

8.მოაყარეთ შავი წიწაკა და ყველი.

9.გამოაცხვეთ 8-12 წუთი 250 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!