სახლში მომზადებული დაუვიწყარი ჰალვა

1798

ძალიან გემრიელი ტკბილეული, რომელიც ძალიან მარტივი მოსამზადებელია.

მისთვის დღეს გამოვიყენებთ ძალიან უბრალო ინგრედიენტებს.

ინგრედიენტები

  • მოხალული მზესუმზირა (გარჩეული) 260გ
  • ხორბლის ფქვილი 250-260გ
  • შაქარი 250გ
  • წყალი 90მლ
  • მცენარეული ზეთი 120მლ

მომზადება

  1. დააქუცმზცეთ მზესუმზირა.
  2. მშრალ ტაფაზე მოხალეთ გაცრილი ფვილი. აუცილებლად ურიეთ.
  3. მოხალული ფქვილი და მზესუმზირა მოათვსე ჯამში.
  4. მასა გახადეთ ერთგვაროვანი და დააბლენდერეთ.
  5. მოვამზადოთ სიროოპი, ამისათვის, ქვაბში ჩაასხით წყალი და მოათვსეთ ცეცხლზე.
  6. დაუმატთ შაქარი და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე.
  7. როცა სიროპი წამოდუღდება და შაქარი გალღვება, შეწყვიტეთ მორევა.
  8. ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 4-5 წუთი.
  9. ფქვილის მასას დაუმატეთ მცენარეული ზეთი და კარგად მოურიეთ.
  10. ამავე მასაში ნელ-ნელა ჩაასხით სიროპი, განუწყვეტლივ ურიეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს.
  11. ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით მცენარეული ზეთი.
  12. ჰალვა გადაიტანეთ ფორმაში და კარგად დატკეპნეთ.
  13. დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე გასაგრილებლად.
  14. მოათავსეთ მაცივარში 4 საათი.

გემრიელად მიირთვით!