სტუმრებმა ხორცის ნაჭრებს შორის მხოლოდ ეს ლორი აირჩიეს და მას შემდეგ ყველა დღესასწაულზე ვაკეთებ

417

ოლგა მატვეის რეცეპტით მომზადებული ლორი ღორის და ქათმის ფარშით უკვე 2 წელია ჩემი სადღესასწაულო მენიუს ერთ–ერთი მთავარი კერძია. გასულ წელს სტუმრებმა სუფრაზე ყველა სახეობის ხორცის ნაჭრებს შორის მხოლოდ ეს ლორი მიირთვეს და იმ დღიდან ყველა დღესასწაულზე კილოგრამებით ვაცხობ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ წვნიანი ლორი მზარეულის, ოლგა მატვეის რეცეპტით. საუკეთესო საბუტერბროდე ხორცი ნებისმიერი დღესასწაულისთვის!

სახლში გამომცხვარი ლორი ღორის ხორცით

ინგრედიენტები:

  • 750 გრ ქათმის ფარში
  • 1 კგ ღორის ფარში
  • 150 მლ წყალი
  • 1 ჩ/კ მსხვილი მარილი
  • 1 ჩ/კ ნიტრიტის მარილი
  • 1,5 ს/კ კარტოფილის სახამებელი
  • 1,5 ჩ/კ პაპრიკა
  • 0,5 ჩ/კ ხმელი ნიორი
  • 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • ¼ ჩ/კ დაფქული დაფნის ფოთოლი
  • წითელი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ლორისთვის ნებისმიერი ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ და ფარში გააკეთოთ. მატვეი გირჩევთ, რომ ლორი ღორის და ქათმის ფარშისგან მოამზადოთ.ხორცები შეურიეთ.

2. ჩაის კოვზობით ქვის და ნიტრიტის მარილები დაუმატეთ. ასევე კარტოფილის სახამებელი, პაპრიკა, დაფქული შავი წიწაკა, ცხარე წითელი წიწაკა და დაფქული დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. ხმელი ნიორი და მუსკატის კაკალი დაუმატეთ. ფარშს წყალი დაასხით. ხელით კარგად აურიეთ. ხორცს პარკი დააფარეთ და მაცივარში მთელი ღამით გააჩერეთ ან დაუყონებლივ მომზადება დაიწყეთ.

3. საცხობ ფორმას ფოლგა დააფინეთ. ფორმაში ფარში გადაიტანეთ და კარგად ჩატკეპნეთ.

4. ზემოდან არაჟანი წაუსვით, რომ ცხობის დროს მოწითალო ქერქი წარმოიქმნას.

5. ლორი ღუმელში 150 გრადუსზე 2 საათით აცხვეთ. თუ ზედა ნაწილი დაიწვება, ფოლგა დააფარეთ. მზა ლორი ფორმაშივე გააგრილეთ, შემდეგ გაცივებული ლორი მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ.

6. ესეც ასე, სახლში გამომცხვარი ლორი მზადაა. სუფრაზე პურზე წასასმელად ან ხორცის ასორტთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

  • საკვანძო სიტყვები
  • ლორი