საფუარიანი გოგრის ფუნჩულა: საუკუნე იცხოვრე, საუკუნე გემრიელი ფუნჩულები აცხვეთ

780

მოწითალო, მოცულობითი, თხელი ხრაშუნა ქერქით – გოგრის ფუნჩულა ლამაზი და გემრიელია. მისი მომზადება მხოლოდ სილამაზისა და განწყობისთვის ღირს, ასევე გემრიელი დესერტით პირის ჩასატკბარუნებლად. ცომი მსუბუქი და შესანიშნავია, საოცარი ფუნჩულა გამოდის. ადრე ვფიქრობდი, რომ ფუნჩულას მომზადება ძალიან რთულია. აღმოჩნდა, საფუარიან ოლადებზე მარტივია, მაგრამ გარკვეული დეტალებით. Gastronomia.ge-ს რედაქცია მარტივ რეცეპტს სიამოვნებით გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ ფქვილი
  • 100 მლ რძე
  • 150 გრ გოგრის პიურე
  • 2 კვერცხის გული
  • 30 გრ კარაქი
  • 1 ს/კ კონიაკი
  • 8-10 გრ მშრალი საფუარი
  • მწიკვი მარილი
  • 30 გრ შაქარი

მომზადების წესი:

1. გოგრა ქერქისგან გაასუფთავეთ, რბილობი მოხარშეთ. წყალი გადაასხით, გააგრილეთ და დაჭყლიტეთ.

2. ცომის მომზადება დაიწყეთ. საფუარი ცოტა თბილ რძესა და მწიკვ შაქარში გახსენით, სალფეთქი დააფარეთ და 10-15 წუთით სითბოში გააჩერეთ. როცა მინი აფუებული ცომი მზად იქნება, დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. ათქვეფილი კვერცხი, გამდნარი კარაქი, მარილი, შაქარი, კონიაკი დაუმატეთ. გოგრას აურიეთ. შემდეგ თანდათან ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ცომი არა უბრალოდ საფუარის, არამედ გოგრისაა – ფქვილის რაოდენობის ზუსტად თქმა რთულია. მთავარია, რომ ხელზე არ გეკვროდეთ, არა სქელი, არამედ ნაზი, მსუბუქი იყოს. არც ძალიან თხელი ცომი გჭირდებათ – ასე ფუნჩულა ფორმას დაკარგავს და ბრტყელი გახდება. მოსასხმელზე სქელი, მაგრამ ისეთი არა, რომ ბურთად იკვრებოდეს, როგორც ღვეზელი.

3. ცომი 30-40 წუთით (ზოგჯერ 60 წუთამდე) გააჩერეთ. 2-ჯერ ამოსვლას დაელოდეთ და სასურველია, ცომის ამოსვლას კიდევ ერთხელ დაელოდოთ.

4. ბოლოჯერ ჩაზილეთ, ფქვილ მოყრილ დაფაზე გადაიტანეთ და 1-1,5 სმ ფირფიტად გააბრტყელეთ. შემდეგ პატარა ჭიქით 6-7 სმ დიამეტრის ცომი გამოჭერით. ყოველი გამოყენების შემდეგ ჭიქა სჯობს ფქვილში ჩადოთ.

5. ცოტა ხნით გააჩერეთ. პარკი ან პირსახოცი დააფარეთ. 10-15 წუთით საკმარისია, რომ ფუნჩულა ზომაში ორჯერ გაიზარდოს.

6. ამოსვლის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ღრმა ტაფაში ან ფრიტიურში ზეთი ჩაასხით და კარგად გააცხელეთ. ფუნჩულები ორივე მხრიდან 2-3 წუთით, ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით, გადააბრუნეთ. შუაში ლამაზი თეთრი ზოლი დარჩება.

ზეთის ძალიან გაცხელება საჭირო არაა – ფუნჩულა გარედან შეიწვება, შიგნით კი უმი დარჩება. და პირიქით, ძალიან სუსტად ადუღებულ ზეთში უხეში, ღია და მკვრივი გახდება.

მზა ფუნჩულები ქაღალდის სალფეთქზე გადაიტანეთ, შაქრის ფხვნილი (სასურველია, ვანილთან ერთად) მოაყარეთ, ზემოდან სალფეთქი დააფარეთ, რომ ნელა გაცივდეს, ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. გისოსზეც შეგიძლიათ გააგრილოთ სალფეთქით.

აი, ასეთი გოგრის ფუნჩულები გამოვიდა. შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ და შიგთავსი დაუმატოთ – კრემი, ჯემი ან შიგნიდან ამოავსეთ, ჭიქურით გააფორმეთ.