საოცარი შოკოლადის დესერტი კვერცხისა და რძის გარეშე: მადისაღმძვრელი “გიჟი ნამცხვარი”

2684

გემრიელი დესერტის ცხობა ყველა დიასახლისს უყვარს. მე პირადად დესერტის ცხობა ძალიან მიყვარს. დღეს ჩვენ საოცარი ნამცხვრის რეცეპტს გაგიზიარებთ.

ეს დესერტი ამერიკაში დაიბადა, იმ პერიოდში ქვეყანას ძალიან უჭირა, თითქმის ყველა პროდუქტი დეფიციტში იყო. ამ შოკოლადის დესერტის მოსამზადებლად თქვენ არ დაგჭირდებათ კვერცხი და რძე.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 3 ჭიქა ფქვილი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 1,5 ჭიქა ცივი წყალი
  • 2 ჩაის კოვზი სოდა
  • 2 სუფრის კოვზი ძმარი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჭიქა კაკაო
  • 12გ ვანილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 4 სუფრის კოვზი შაქარი
  • 0,25 ჭიქა კაკაო
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 2 სუფრის კოვზი სახამებელი

მომზადება

1.ჯამში მოათავსეთ ცომისთვის საჭირო ფხვიერი ინგრედიენტები.

2.ჩაასხით ძმარი, წყალი და ზეთი.

3.ატქვიფეთ, მასა გადაიტანეთ ცხიმით დმუშავებულ ფორმაში. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე 25-30 წუთი.

4.გააგრილეთ და გადარიანეთ თეფშზე.

5.მოვამზადთ მოსასხმელი მასა. ქვაბში ჩაასხით 1,5 ჭიქა წყალი (ან რძე და წყალი სანახევროდ). დაუმატეთ შაქარი, კაკაო და მოურიეთ.

6.1/4 ჭიქა წყალში გახსენით 2 სუფრის კოვზი სახამებელი, გადაიტანეთ ქვაბში და მოათავსეთ ცეცხლზე.

7.როცა შესქელდება გადმოიტანეთ ცეცხლიდან, გააგრილეთ, მოსხით ნამცხვარს.

გემრიელად მიირთვით!