ყველის წვნიანი სოკოთი და ფარშით. იდეალურია მთელი ოჯახისთვის

254

ნებისმიერი დიასახლისისთვის საოცნებოა, როცა პირველი კერძი გაჯერებულია სხვადასხვა ბოსტნეულის არომატით, ხორცის გემოთი და თან მარტივად მოსამზადებელია. თუ სამზარეულოში ძვირფასი დროის გატარება არ გსურთ, Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ მოამზადოთ ყველის წვნიანი სოკოთი და ფარშით. არომატული ყველიანი კერძი თქვენს სამზარეულოში დიდი ხნით დარჩება.

აქ გამოიყენება არა ხორცის ნაჭრები, არამედ ქათმის ფარში, რომელსაც დიდხანს მომზადება არ სჭირდება. სოკო და მდნარი ყველი წვნიანს უჩვეულო სინაზეს მატებს. ამ მიზეზით ბავშვებსაც და უფროსებსაც მოეწონება. სირთულეები არ შეგხვდებათ, რადგან რეცეპტი ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან შედგება.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი ყველის წვნიანი სოკოთი და ფარშით

გირჩევთ, რომ ბოსტნეული შეწვათ იმ ქვაბში, რომელშიც წვნიანს მოამზადებთ. ასე უფრო მოსახერხებელია. მომზადების ბოლოს დაფქული ნიორი, პაპრიკა და დაჭრილი ახალი მწვანილი დაუმატეთ. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. გემრიელი წვნიანი ცივ სეზონზე განსაკუთრებით კარგია, როცა რაღაც ნოყიერი, თბილი და არომატული გვსურს.

ინგრედიენტები:

  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 150 გ ქამა სოკო
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • 150 გ მდნარი ყველი
  • 3 ბაჰარის წიწაკა
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით
  • 4 კარტოფილი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 250 გ ქათმის ფარში
  • 2 ლ ქათმის ბულიონი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი გემოვნებით
  • 100 გ ყვავილოვანი კომბოსტო

მომზადების წესი:

1. წვრილად დაჭრილი ხახვი ქვაბში ჩაყარეთ, გახეხილი ან თხელ რგოლებად დაჭრილი სტაფილო დაუმატეთ. ბოსტნეული 2 წუთით შეწვით.

2. ტკბილი წიწაკა კვადრატებად დაჭერით და ხახვსა და სტაფილოს დაუმატეთ. ნელა აურიეთ, შეწვა გააგრძელეთ.

3. ყვავილოვანი კომბოსტო მოამზადეთ. ბოსტნეულს დაუმატეთ. ერთად 5-7 წუთით საშუალო ცეცხლზე ჩაშუშეთ.

4. სოკო ტაფაზე ცალკე შეწვით და შემდეგ ქვაბში ბოსტნეულს დაუმატეთ.

5. ამავე ტაფაზე ცოტა რაფინირებული ზეთი დაასხით და ფარში შეწვით. ნახევრად მომზადებამდე შეწვით, ხორცის გოროხები კარგად დაშალეთ.

6. კარტოფილის ნაჭრები დაუმატეთ, ოდნავ შეწვით, წყალში გაზავებული პომიდვრის პასტა დაასხით.

7. ერთად დაახლოებით 7 წუთით ჩაშუშეთ. მარილი გემოვნებით მოაყარეთ. გაითვალისწინეთ, რომ წვნიანს მდნარი ყველიც ემატება.

8. შემწვარი ხორცი პომიდვრის საკაზმთან ერთად ქვაბში ბოსტნეულს და სოკოს დაუმატეთ.

9. მიღებულ მასას ცხელი ბულიონი ან სუფთა წყალი დაასხით. დაფნის ფოთოლი და წიწაკა დაუმატეთ, თავსახური დაახურეთ და კიდევ 7 წუთით ხარშეთ.

10. ცხელ წვნიანს მდნარი ყველის ნაჭრები დაუმატეთ, აურიეთ და სრულ გადნობამდე (დაახლოებით 8 წუთი) ხარშეთ. გემრიელად მიირთვით.

თუ მზა წვნიანში ფარში გეუხერხულებათ, ჩვეული გუფთები გააკეთეთ. ამ შემთხვევაში უფრო მარტივ, ნაკლებად გაჯერებულ გემოს მიიღებთ. სანელებლებსა და პომიდვრის პასტაში შემწვარი ხორცი უფრო საინტერესოა.