ჰაეროვენი და უგემრიელესი ფუნთუშები, რომელიც ძალიან უხდება ჩაის.
სახლში გამომცხვარი ფუნთუშები დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან უყვარს.
მისი მომზადება უმარტივესია.
ინგრედიენტბი
ცომისთვის
- ხორბლის ფქვილი 6 ჭიქა
- რძე 1,5 ჭიქა
- შაქარი 0,5 ჭიქა
- კვერცხი 2 ცალი
- მშრალი საფუარი 1 შეკვრა
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- ვანილი გემოვნებით
წასასმელი მასისთვის
- კვერცხის გული 1 ცალი
- რძე 1 სუფრის კოვზი
1 ჭიქა = 200მლ
მომზადება
- გაცერით ფქვილი და ჩაყარეთ დიდ ჯამში.
- დაუმატეთ შაქარი, მარილი, ვანილი და მშრალი საფუარი.
- კარგად მოურიეთ.
- ფქვილის მასას დაუმატეთ თბილი რძე.
- ასევე დაუმატეთ გამღვალი კარაქი და ათქვეფილი კვერცხი.
- კოვზით მოურიეთ მასას და მოზილეთ ცომი.
- გააგრძელეთ ცომის დამუშავება სანამ ის არ გახდება რბილი და გლუვი.
- საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი.
- ცომი მაგიდაზე დაამუშავეთ 5 წუთის განმავლობაში.
- ჯამი დაამუშავეთ მცენარეული ზეთით და მასში მოათასვეთ ცომი.
- ჯამს გადააფარეთ პაკეტი და თბილ ადგილას მოათავსეთ 1,5 საათი.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადაიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე და ნაზად დაამუშავეთ ხელით.
- ცომს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით ტოლ ნაჭრებად (მე გამომივიდა 14 ნაჭერი).
- ყოველი ნაჭერით დაამრგვალეთ და მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.
- გამოსაცხობ ფორმას გადააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 40 წუთი.
- ჭიქაში მოათასვეთ კვერცხის გული, დაუმატეთ რძე და ათქვფეთ.
- ამოფუებულ ფუნთუშებს წაუსვით კვერცხის მასა.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
- უგემრიელესი ფუნთუშებიც მზად არის!
- გემრიელად მიირთვით!