ძალიან გემრილი კექსი კენკრის ჯემის შიგთავისთ.
გამოდის ძალიან ნაზი და ჰაეროვანი.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 360გ
- კენკრის ჯემი 200გ
- შაქარი 250გ
- ვანილი 9გ
- რძე 150მლ
- კარაქი 80გ
- კვერცხი 3 ცალი
- მცენარეული ზეთი 60მლ
- გამაფხვიერებელი 10გ
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები
- ოთახის ტემპერატურის კარაქი მოათავსეთ ჯამში.
- დაუმატეთ მარილი, შაქარი, ვანილი და კარგად მოურიეთ.
- ცალკე ჯამში მოატავსეთ კვერცხი, რძე და არასურნელოვანი მცენარეული ზეთი.
- კვერცხის მასა ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ კარაქის მასას.
- გამაფხვიერებელი დაუმატეთ ფქვილს და მოურიეთ.
- ფქვიის მასა ნელ-ნელა დაუმატეთ კვერცხისას და მოურიეთ.
- გამოსაცხბად მე ვიყენებ მეტალის ფორმას, რომელშიც ჩავაფენ ქარალდს.
- ცომი გადაანაწილეთ ფორმებში. თითოეულ ჩაღრმავებაში მოათასვეთ 1 სუფრის კოვზი ცომი.
- შემდეგ მოათავსეთ ჩაის კოვზი ჯემი.
- აავსეთ ფორმის 2/3.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.
- მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!