კარტოფილის ხრაშუნა ხვეულები – ბავშვების საყვარელი კერძი!

655

ახლა მე ვიცი, როგორ უნდა მოვამზადო ისეთი კარტოფილი ფრი, რომელიც ყველას გააოცებს. ხრაშუნა სპირალური ფრი ნამდვილი აღმოჩენაა.

დღეს ჩვენ არასტანდარტული მეთოდით მოვამზადებთ ბავშვების საყვარელ სასუსნავს.

ინგრედიენტები

  • 3 კარტოფილი
  • 1 კვერცხი
  • 3 სუფრისკოვზი კარტოფილის სახამებელი
  • 2 სუფრისკოვზი ყველის ფხვნილი პარმეზანი
  • ოხრახუშის ფხვნილი
  • მარილი და წიწაკა
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.მოხარშეთ კარტოფილი მარილიან წყალში და დაჭყლიტეთ.

2.დაუმატეთ სახამებელი, ყველის ფხვნილი და რძე. ყველის ფხვნილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გახეხილი ყველი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და დაუმატეთ კარტოფილს.

მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოაყარეთ სასურველი სანელებლები და კარგად მოურიეთ.

3.კარტოფილის მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში, მოაჭერით ბოლო.

4.ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი. ადუღებულ ზეთში შეწვით ცომის რგოლები.

5.შეწვით 1-2 წუთი ორივე მხრიდან.

6.მზა კარტოფილი გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე.

გემრიელად მიირთვით!