ყაზახმა მეგობრებმა მასწავლეს ამ კერძის მომზადება. მართალია სამეფოა, მაგრამ მარტივი და ბიუჯეტური ინგრედიენტებით მზადდება. ხრაშუნა გარსი ძალიან უხდება ხაჭოს რბილ შიგთავსს.
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- 500გ ხაჭო
- 3 კვერცხი
- 110გ შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ვანილი
- მარილი
- ლიმონის ქერქი
ინგრედიენტები ფხვიერი ფუძისთვის
- 450გ ფქვილი
- 200გ ლარაქი
- 110გ შაქარი
- 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
- მარილი
მომზადება
1.თუ ხაჭო მკვრივია უმჯობესია დააბლენდეროთ. ხაჭოს დაუმატეთ მარილი, შაქარი, ვანილი. დაჭყლიტეთ მასა ნიჩბით. დაუმატეთ ლიმონის ქერქი და 3 კვერცხი, მოურიეთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე.

2.ცომის მოსამზადებლად ფქვილს დაუმატეთ გახეხილი კარაქი, შაქარი, მარილი, გამაფხვიერებელი. მოურიეთ ხელით.

3.ფუძე გაყავით 3 ნაწილად. 2 ნაწილი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში. დატკეპნეთ და ამოიყვანეთ კუთხეები. ზემოდან მოათავსეთ შიგთავსი.

4.შიგთავსზე მოათავსეთ გახეხილი ფუძე. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

5.გემრიელი ცხობილა მზად არის!

გემრიელად მიირთვით!









