სამარხვო წიწიბურის კოტლეტების უმარტივესი და უსწრაფესი რეცეპტი

3206

გთავაზობთ კიდევ ერთი სამარხვო კერძის რეცეპტს, რათა ამ პერიოდში რაციონი გაამრავალფეროვნოთ. ხორცის შესანიშნავი ალტერნატივაა წიწიბურის კოტლეტები სოკოთი.

კერძი ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება, თანაც ეკონომიურიცაა. ერთი ულუფა კი მთელ ოჯახს თავისუფლად დაანაყრებს.

ინგრედიენტები

  • 200 გრ წიწიბურა
  • 400 გრ ქამა სოკო
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • 100 გრ საფანელი
  • 4 ს.კ. ზეთი
  • 400 მლ წყალი
  • 1 კბ ნიორი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოხარშეთ წიწიბურა მარილიან წყალში.

2. დაჭერით ხახვი, და სოკო, გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ ზეთში ჯერ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, ბოლოს კი სოკო და გატარებული ნიორი.

3. დაუმატეთ მასას მოხარშლი წიწიბურა, მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ.

4. მიღებული მასისგან შექმენით კოტლეტები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

კოტლეტები შესანიშნავია როგორც ცხლად, ასევე ცივადაც. უხდება თბილი ბოსტნეულის სალათი ან ლობიოს სუპ-პიურე. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!