სამარხვო ცხობილების კრებული – 5 მადისაღმძვრელი კერძი

1002

აღდგომისწინა მარხვა – ყველაზე მკაცრია. 7 კვირის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ ცხოველური ნაწარმი. ზოგისთვის ეს ძალიან რთულია. რათა ეს პერიოდი მარტივად გადალახოთ, აუცილებელია თქვენი მენიუ გაამრავალფეროვნოთ სამარხვო კერძებით.

სამარხვო ცხობილები

კარტოფილისცხობილა ბადრიჯნით და ბოსტნეულით

ინგრედიენტები

  • 800გ კარტოფილი
  • 800გ ბადრიჯანი
  • 500მლ ბოსტნეულის ბულიონი
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ბოსტნეული და გახეხეთ.

2.დაუმატეთ მარილი, მოურიეთ და კარგად დაამუშავეთ ხელით. გადაიტანეთ თუშფალანგზე და პერიოდულად გაიმეორეთ გამოწურვის პროცედურა. მაქსიმალურად უნდა გამოიყოს წვენი.

3.ღუმელი ჩართეთ 250 გრადუსზე. სანამ ხურდება მოამზადეთ სოუსი. მოთუშეთ ხახვი მცენარეულ ზეთზე.

4.ფქვილს მოასხით ბულიონი, მოურიეთ ნიჩბით. დაუმატეთ ბოსტნეული და მოურიეთ.

5.მასამოათავსეთ ფორმაში, გამოაცხეთ 250გრადუსზე 45 წუთი. ცხობილა დატოვეთ გამორთულ ღუმელში 5 წუთი.

6.თუ დაბრაწული ზედაპირი არ გიყვართ, მაშინ ტემპერატურა შემაცირეთ 200 გრადუსამდე და გამოაცხეთ 1 საათი.

მაკარონის ცხობილა ბოსტნეულით

მაკარონი ძალიან უხდება სოკოს და ბოსტნეულს. მთავარია – სწორად შეურჩიოთ სოუსი.

ინგრედიენტები

  • 250გ მაკარონი
  • 400გ ბოსტნეულის მასა
  • 3 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 700მლ ბოსტნეულის ან სოკოს ბულიონი
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში, გადაასხით წყალი.

2.სოუსისთვის შეწვით ფქვილი ზეთზე.

3.ფრთხილად ჩაასხით ბულიონი, მოურიეთ ნიჩბით. აადუღეთ სოუსი 5-7 წუთი. მოაყარეთ მაირლი, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი.

4.გაყინული ბოსტნელის მასამოათავსეთ მშრალ ტაფაზე და მოთუშეთ სიტხის სრულად აორთქლებამდე.

5.მაკარონს დაუმატეთ ბოსტნეული, გადაიტანეთ ფორმაში, მოასხით სოუსი. გამოაცხეთ 20-30 წუთი 200 გრადუსზე.

შეფარდის ნამცხვარი

ეს ლამაზი და ნოყიერი ცხობილა ინგლისიდანაა. დღეს მე მის მარტივ ვერსიას შემოგთავაზებთ ხორცის გარეშე. ნამცხვარი შედგება კარტოფილის პიურეს და წვნიანი ბოსტნეულის გულსართისგან.

მომზადება

1.გაასუფტავეთ კარტოფილი, დაჭერთ და მოხარშეთ მარილიან წყალში.

2.დაჭერით ნიორი,მოთუშეთ ზეთში.

3.მზა კარტოფილისგან გადაასხით წყალი, დაუმატეთ ნიორი, ზეთი, მარილი და წიწაკა. დაჭყლიტეთ კარტოფილი.

4.დაჭერით ხახვი და სტაფილო კუბიკებად, ხოლო ხახვი მრგვლად. . მოთუშეთ ბოსტნეული 3-4 წუთი.

5.დაუმატეთ დაჭრილი სოკო, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მოამზადეთ კიდევ 10 წუთი.

6.მოაყარეთ სანელებლები, დაუმატეთ პომიდვრის პასტა და გაყინული ბოსტნეული, მოურიეთ.

7.დაუმატეთ ოსპი, მოურიე და გადმოიტანეთ ეცხლიდან. გულსართი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ზემოდან დაფარეთ პიურეს ფენით.

8.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20-25 წუთი.

კარტოფილის ცხობილა მშრალი სოკოთი

ინგრედიენტები

  • 1კგ კარტოფილი
  • 1 ჭიქა მშრალი სოკო
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1 ხახვი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი, გარეცხეთ, 20 წუთი ჩაალბეთ ცივ წყალში.

2.ღრმ აქვაბში მოათვსეთ სოკო და დაასხით ცხელი წყალი. დატოვეთ 20-30 წუთი.

3.წვრილად დაჭერით ხახვი, მოთუშეთ ზეთში. გამოწურეთ სოკო, დაჭერით, დაუმატეთ ხახვი მარილთან და წიწაკასთან ერთად. მოამზადეთ 5-7 წუთი.

4.გახეხეთ კარტოფილი, დაუმატეთ მარილი, წიწაკა, გამოწურეთ და გადაიტანეთ ცხიმიან ფორმაში.

5.ზემოდან გადაანაწილეთ სოკოს გულსართი და მოაყარეთ დარჩენილი კარტოფილი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთი.

6.თუ ღუმელში გაქვთ გრილი, ჩართეთ 10 წუთი.

გოგრის ცხობილა პურით, ბანანით და ფორთოხლით

ინგრედიენტები

  • 250გ გოგრის პიურე
  • 300გ თეთრი პური
  • 200გ ბანანი
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • 100მლ ფორთოხლის წვენი
  • 50მლ ლიმონის წვენი
  • 100გ ქიშმიში
  • 150გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჯანჯაფილი
  • 2 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 0,5 ჩაის კოვზი ნიგოზი
  • 10გ ვანილი
  • მარილი
  • 2,5 ჩაის კოვზი სახამებელი
  • 0,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 0,5 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ ქიშმიში და მოასხით ცხელი წყალი.

2. გოგრა დაჭერით საშუალო კუბიკებად, დაასხით წყალი, ისე რომ მთლიანად დაიფაროს.ადუღების შემდეგ მოხარშეთ 15-18 წუთი. გადაასხით წყალი და დაჭყლიტეთ გოგრა.

3.დაჭყლიტეთ ბანანი და დაუმატეთ გოგრას. მოაყარეთ შაქარი, მარილი, ვანილი და კარგად მოურიეთ.

4.ლიმონის წვენს დაუმატეთ ფორთოხლის წვენი, მასში გახსენით სახამებელი და მოასხით პიურეს.

5.დაჭერით პური და დაუმატეთ გოგრის მასას გამოწურულ ქიშმიშთან და 2-3 ჩაის კოვზ ცედრასთან ერთად.

6.მასა გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ 40-50 წუთი 175 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!