ტორტი “ნაპოლეონი” შეიძლება თუ არა მის ტაფაზე გამოცხობა?

1504

ეს რეცეპტი ნაპოლეონის მარტივად მომზადებაში დაგეხმარებათ.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით ნაპოლეონის მომზადებას ტაფაზე, მარტივად და სწრაფად.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • შედედებული რძე 1 ქილა
  • კვერცხი 1 ცალი
  • სოდა ძმრით გააქტიურებული 1 ჩაის კოვზი
  • 450გ ხორბლის ფქვილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 500მლ რძე
  • 200გ კარაქი
  • კვერცხი 2 ცალი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 1 ჭიქა ნიგოზი

მომზადება

  1. დაიწყეთ კრემით, რადგან ფირფიტები ძალიან სწრაფად მზადდება. ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ კვერცხი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, ერთი ჭიქა შაარი, ვანილი და კარგად ათქვიფეთ, მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე. მოხარშეთ შესქელაბემდე, დაუმატეთ კარაქი, ისევ მოურიეთ, და დააფარეთ თავზე, რათა კრემი გაცივდეს.

2.ჯამში ჩაასხით შედედებული რძე, დაუმატეთ კვერცხი და კარგად მოურიეთ. დროა დაუმატოთ სოდა და ფქვილი. ურიეთ კოვზით, როცა გართულდება მორევა, ესეიგი ცომი მზად არის. გადაიტანეთ ის მაგიდაზე.

3.ცომს არ დაუმატოთ ბევრი ფქვილი, ის უნდა იყოს რბილი. კარგად მოზილეთ. ახლა კი გაყავით ცომი თანაბარ ნაწილებად.

4.კარგად გააბრტყელეთ, და დაიწყეთ ტაფაზე ფირფიტების გამოცხობა. საშუალო ცეცხლზე საკმაოდ სწრაფად ცხვება. შეწვით ორივე მხრიდა, გაათანაბრეთ.

5.ცხელი კრემი თანაბრად წაუსვით ფირფიტებს, მთლიანად ტორტი დაფარეთ კრემით. ზედმეტი ფირფიტა დაფხვენით და მოაყარეთ ტორტს.

გემრიელად მიირთვით!