ძალიან მიყვარს სახლში მომზადებული ტკბილეული, მაგრამ სიმართლე გითხრათ მომზადება ძალიან მეზარება. გამონაკლისი ეს დესერტია, რომესაც ყოველ ჯერზე მეტი სიამოვნებით ვამზადებ.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 400გ
- შაქარი 150გ
- მზესუმზირის ზეთი 100მლ
- წყალი 100მლ
- ვანილი 10გ
- გამაფხვიერებელი 2 ჩაის კოვზი
- მოცხარის მურაბა 250გ
- მარილი
მომზადება
1.დავიწყოთ ცომით. ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. დაუმატეთ მარილი. მოურიეთ.
2.მშრალ მასას დაუმატეთ ზეთი. მოურიეთ – უმჯობესია ჩანგლით. ცალკე ჯამში ჩაყარეთ შაქარი და ვანილი.
3.მოასხით თბილი წყალი და მოურიეთ. ტკბილი წყალი მოასხით ფქვილს. მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ წებოვანი მასა.
4.მზა ცომი გაყავით 2 ნაწილად (დაახლოებით 1:3). დაამრგვალეთ, პატარა ბურთულა შეფუთეთ და შეინახეთ საყინულეში 45 წუთი.
5.დიდი ნაჭერი გადაანაწილეთ ფორმაში. შეინახეთ მაცივარში. ფორმაში არსებულ ცომზე გადაანაწილეთ მურაბა.
6.მოახეხეთ გაყინული ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
7.უგემრიელესი ნამცხვარი მზად არის.
გემრიელად მიირთვით!