გაგისინჯავთ ყაბაყისგან მომზადებული იდეალური კერძი? – არ გაუშვათ შანსი!

762

ყაბაყი – სწრაფად მზადებადი ბოსტნეულია, რომლისგანაც უამრავი საინტერესო და გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. დღეს ღქვენთვის საუკეთესო რეცეპტი მოვამზადეთ.

ინგრედიენტები

  • 1 ყაბაყი
  • 1 სტაფილო
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1/2 კგ ფარში
  • 1 ხახვი
  • ნიორი
  • სოიოს სოუსი
  • 100მლ წყალი
  • ყველი
  • სოკო
  • მწვანილი
  • წიწაკა
  • მარილი

მომზადება

გარეცხეთ ყაბაყი, მოაშორეთ ქერქი, დაჭერით მრგვლად (თხლად), მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 1/4 საათი.

წყალს დაუმატეთ სოიოს სოუსი და არაჟანი, უნდა მიიღოთ ნაღების კონსისტენციის მასა.

გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით, დაუმატეთ ხორცი და მოურიეთ.

ფარშს ასევე დაუმატეთ საშუალო ზომაზე გახეხილი სტაფილო და ნიორი.

ყაბაყის რგოლზე მოათავსეთ გულსართი და გადაკეცეთ ისე, როგორც ფოტოზეა.

ფორმას წაუსვით ცხიმი და მოატავსეთ ყაბაყის ფირფიტები.

სოკო გადაანაწილეთ ზემოდან.

დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

მოაშორეთ ფოლგა, მოაყარეთ ყველი და დაელოდეთ გალღვობას.

გემრიელად მიირთვით!