სალათი „შემოდგომის ვალსი“ ქათმის ხორცით და ქამა სოკოთი

536

შემოდგომაზე სოკოს კერძები განსაკუთრებით მიყვარს. ახალი, დაკონსერვებული და ხმელი სოკო ნებისმიერ სეზონზე ხელმისაწვდომია, მაგრამ შემოდგომაზე თავად ამინდიც მოგვიწოდებს! სწორედ ამიტომ, გავიხსენე, როგორ მოვამზადოთ სალათი ქათმით და ქამა სოკოთი. ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძია.

სალათი „შემოდგომის ვალსის“ ერთ–ერთი მთავარი ინგრედიენტი სოკოა, რომელიც შემოდგომის წვიმის შემდეგ უხვად იზრდება. არა მხოლოდ ქამა სოკო, არამედ სხვა სოკოც გამოგადგებათ. სალათი სხვადასხვა სეზონის ინგრედიენტებს აერთიანებს. აქაა ზაფხულის ოხრახუში და ზამთრის მწნილი კიტრი!

როგორ მოვამზადოთ სალათი „შემოდგომის ვალსი“ ქათმის ხორცით და ქამა სოკოთი

ქათმის ხორცი წვნიანი რომ გამოვიდეს, ხარშვის შემდეგ გაგრილებამდე წყალში დატოვეთ. გარდა ამისა, მაიონეზის სალათისთვის სოუსის შინ მომზადებას გირჩევთ. ასე კერძი უფრო გემრიელი და არომატული გამოვა.

ინგრედიენტები:

  • 500 გ ქამა სოკო
  • 4 კვერცხი
  • 150 გ მწნილი კიტრი
  • 100 გ მაიონეზი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 100 გ ხახვი
  • 30 გ ოხრახუში
  • მარილი გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. სოკო დაჭერით და ცხელ მშრალ ტაფაზე შეწვით. სითხის აორთქლების შემდეგ მზესუმზირის ზეთი, მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ.

2. ხახვი მეოთხედ რგოლებად დაჭერით და სოკოს დაუმატეთ. ინგრედიენტები შეწითლებამდე შეწვით და ქაღალდზე გადაიტანეთ.

3. მწნილი კიტრი, მარილიან და წიწაკიან წყალში მოხარშული ქათმის ფილე ზოლებად დაჭერით, ხოლო კვერცხი – ნახევარ რგოლებად. ოხრახუში დაჭერით.

4. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მაიონეზით შეკაზმეთ.

ხელმისაწვდომი ინგრედიენტების წყალობით სალათი შემწვარი სოკოთი და ქათმით არა მხოლოდ სადღესასწაულო სუფრაზე, არამედ ყოველდღიურად შეგიძლიათ მოამზადოთ. კვერცხის, ქათმის ხორცის და სოკოს წყალობით ძალიან ნოყიერი გამოდის. მწნილი კიტრი სალათს ახალ გემოს მატებს, ხოლო მწვანე ოხრახუში საოცარ არომატს აძლევს.