როგორ მოვამზადოთ ფარშირებული ბატონი

1158

ფარშირებულ ბატონს  ბულგარული პილპილითა და შებოლილი ძეხვით ვამზადებ და იგი საოცრად გემრიელი გამოდის. შიგთავსს ნივრის მსუბუქი არომატი და ჰაეროვანი ნაღების გემო აქვს ყველითა და არაჟნით.

ინგრედიენტები ფარშირებული ბატონისთვის

  • 300 გრ შებოლილი ძეხვი
  • 1 ც ბულგარული პილპილი
  • 1 ც ბატონი (პური)
  • 20 გრ მწვანე ხახვი
  • 20 გრ ოხრახუში
  • 2 ს.კ. არაჟანი
  • 200 გრ ყველი
  • რამდენიმე კბილი ნიორი
  • 0,5 ჩ.კ. დაფქული ტკბილი წითელი პილპილი

მომზადების წესი

ბულგარულ პილპილს მოაშორეთ თესლი, შემდეგ დაჭერით პატარა კუბებად. წვრილად დაჭერით გრ ოხრახუში და მწვანე ხახვი, ძეხვი-პატარა კუბებად.

ღრმა თასში გახეხეთ 200 გრ ყველი, დაუმატეთ ინგრედიენტები (ბულგარული პილპილი, ძეხვი, მწვანილი და მწვანე ხახვი).

ინგრედიენტებს დაუმატეთ არაჟანი, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი და დაფქული წითელი პილპილი, კარგად მოურიეთ.

ბატონს 1 სმ სისქიანი ჭრილები გაუკეთეთ. საცხობ ლანგარზე დაამაგრეთ ფოლგა (მისი ყოველი კუთხე ბატონზე 5 სანტიმეტრით დიდი უნდა იყოს). ფოლგაზე გადაიტანეთ პური და მასში მოათავსეთ შიგთავსი.

ფოლგის კუთხეები აამაღლეთ ისე, რომ დაფაროს ბატონი და ასეთ მდგომარეობაში მოათავსეთ კერძი 160 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. სულ ესაა, ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

ბარშირებული ბატონის ვიდეო-რეცეპტი: