სალათი “სოკოს მინდორი”: კულინარიის ნამდვილი შედევრი!

1290

სალათი “სოკოს მინდორი” – საოცრად გემრიელი და არომატული კერძი, რომელიც სადღესასწაულო მაგიდას ნამდვილად დაამშვენებს. სალათი გამოიყურება ძალიან ეფექტურად.

შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენი საყვარელი ინგრედიენტები და გააუმჯობესოთ.

ინგრედიენტები

  • 500გ სოკო
  • 50გ მწვანილი
  • 200გ მოხარშული ხორცი (ღორი-საქონელი)
  • 200გ კორეული სტაფილო
  • 200გ ყველი
  • 200გ მოხარშული კარტოფილი
  • 100გ მწნილი კიტრი
  • 200გ მაიონეზი

მომზადება

1.მოამზადეთ დიდი ფორმა ან ქვაბი. მის ძირზე მოათავსეთ სოკო, როგორც ფოტოზეა.

2.წვრილად დაჭერით მწვანილი და მოაყარეთ სოკოს.

3.მოხარშული კარტოფილი დაჭერით კუბიკებად და მოათავსეთ ქვაბში.

4.კარგად დატკეპნეთ და წაუსვით მაიონეზი.

5.წვრილად დაჭერით კიტრი, მოათავსეთ ქვაბში და წაუსვით მაიონეზი.

6.დაჭერით ხორცი კუბიკებად, მოათავსეთ ფორმაზე და წაუსვით მაიონეზი.

7.შემდეგი ფენა – სტაფილო, მაიონეზი.

8.სალათს მოაყარეთ გახეხილი ყველი.

9.მზა სალათი მოათავსეთ 2 საათი მაცივარში. ამ დროის შემდეგ, სალათი გადმოაბრუნეთ თეფშზე.

გემრიელად მიირთვით!