სალათი “პრაღა” – სადღესასწაულო მაგიდის მშვენება

1049

ხორცის სალათები ყოველთვის გემრიელია. დღეს შემოგთავაზებთ სალათს ქათმის ხორცით.

სალათი “პრაღა” საოცრად გემრიელია.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე 300გ
  • 2 კვერცხი
  • სტაფილო
  • ხახვი
  • 200გ ბარდა
  • 2 მწნილი კიტრი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • შავი ქლიავი 150გ
  • სანელებლები გემოვნებით
  • მაიონეზი

მომზადება

  1. მოხარშეთ სტაფილო, გააგრილეთ და მსხვილად გახეხეთ.
  2. მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით კუბიკებად.
  3. მოხარშული ფილე დაჭერით გრძლად, ხოლო ხახვი მრგვლად.
  4. ტაფა მოათავსეთ ცეცხლზე, მოაპნიეთ ხახვი, ხორცი და მოასხით ზეთი. შეწვით.
  5. ბარდა გაანთავისუფლეთ სითხისგან. წვრილად დაჭერით კიტრი.
  6. შავი ქლიავის მასის 1/2 კარგად გარეცხეთ ცხელ წყალში. გააშრეთ ქარალდის ხელსახოცით და წვრილად აჭერით.
  7. აიღეთ დიდი ჭურჭელი, მოათავსეთ სტაფილო, ხორცი ხახვთან ერთდ, ბარდა, კიტრი, ქლიავი, მარილი, წიწაკა და მაიონეზი. კარგად მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!