სალათი „დედამთილის ენა“ კიტრით, მწვანილით და ხახვით. ორიგინალური და პიკანტური

392

კიტრის და ხახვის სალათი „დედამთილის ენა“ თქვენი ზამთრის მენიუს პიკანტური დანამატია. მისი თავისებურება იმაშია, რომ გადამწიფებული კიტრიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელსაც სხვაგვარად ვერ დაამწნილებთ. ასეთი წასახემსებელი ორიგინალურად გამოიყურება, ხოლო მისი გემო სანელებლების ხარჯზე შეიძლება შეიცვალოს.

ინგრედიენტები:

  • 2 კგ გადამწიფებული კიტრი
  • 2 ხახვი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჭიქა 9%–იანი ძმარი
  • 1 ს/კ შავი დაფქული წიწაკა
  • ნებისმიერი მწვანილი
  • 2 ჩ/კ ხმელი მდოგვი

მომზადების წესი:

1. კიტრი გათალეთ და ბოსტნეულის საჭრელით თხელ ზოლებად დაჭერით. კიტრის ფირფიტები ენას ჰგავს. სწორედ ამიტომ, სალათს ასეთი უჩვეულო სახელი აქვს.

2. ახალი მწვანილი დანით დააქუცმაცეთ. ხახვი რგოლებად დაჭერით.

3. დაჭრილ კიტრს მწვანილი, ხახვის რგოლები, მარილი, შაქარი, ძმარი, მცენარეული ზეთი, მდოგვი და წიწაკა დაუმატეთ.

4. კარგად აურიეთ. 2–3 საათით დასამარინადებლად გააჩერეთ. ყოველ 20 წუთში სალათს აურიეთ, რომ კიტრი სანელებლებით კარგად გაიჟღინთოს.

5. სანამ კიტრი მდოგვის საკაზმში მწნილდება, ქილები და თავსახურები გაასტერილეთ.

6. სალათი ქილებში გადაანაწილეთ და თავსახური დაახურეთ.

7. ლითონის თასის ძირში წყალი ჩაასხით და პირსახოცი ჩააფინეთ, ზემოდან ქილები დააწყვეთ. წყალი ქილებს მხრებამდე უნდა წვდებოდეს.

8. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ და სალათი ზომიერ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთით გაასტერილეთ!

9. ამის შემდეგ ქილები ჰერმენტულად მოხუფეთ.

10. თბილ საბანში გაახვიეთ და ქილების სრულად გაგრილებას დაელოდეთ. შემდეგ გრილ, ბნელ ადგილას შესანახად გაიტანეთ.

11. გემრიელად მიირთვით, ახალ კულინარიულ აღმოჩენებს გისურვებთ!